რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,გადაგიხადოს ბიძინამ" - კერძო იპოთეკარი გამოსასახლებლად მივიდა

 

2011 წელს დავით ქოქაევმა თეა ქარდავასგან 13 000 ლარამდე ოდენობის სესხი აიღო. ხელშეკრულება ნოტარიუსთან გაფორმდა, ხოლო პროცენტის ოდენობა 0.2%-ით განისაზღვრა.

 

,,სინამდვილეში, სიტყვიერი შეთანხმებით, 7% უნდა გადამეხადა და ვუხდიდი კიდეც" - აცხადებს დავით ქოქაევი.

 

გაკრვეული პერიოდის მანძილზე ქოქაევი ქარდავას პროცენტს ხან საბანკო გადარიცხვით, ხან კიდევ ხელზე აძლევდა. 

 

,,საბოლო ჯამში იმაზე მეტი თანხა მაქვს გადახდილი, რაც სესხად ავიღე. მაგრამ ხელზე გადახდილი თანხები არ ჩამითვალეს, სასამართლოზე ეს ვერ დავამტკიცე და სახლიც აუქციონზე გამიყიდეს" - ამბობს დაზარალებული.

 

თეა ქარდავა სახლის დაცლას წელიწადნახევარია კატეგორიულად ითხოვს.  პოლიციის თანამშრომლებთან ერთად უკვე საკუთარ სახელზე დარეგისტრირებულ სახლში მივიდა.

 

პოლიციამ დავით ქოქაევს სახლის დასაცლელად 10 დღიანი ვადა კიდევ მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია და მუშები იძულების წესით გაათავისუფლებენ შენობას.

 

,,ამდენი ხნის მანძილზე ხომ მეუბნებოდი, ბიძინა გადაგვიხდის, ბიძინაო, ჰოდა ეხლა გადაგიხადოს ბიძინამ. ჩემთვის არაფერი თანხა არა გაქვს მოცემული" - უთხრა თეა ქარდავამ დავით ქოქაევს. ქარდავა ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად გამოირჩეოდა და აპარატის დამტვრევაც სცადა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.