რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,რატომ ვერ ავითვისეთ ბიუჯეტის 20%"

 

,,როგორც ქართველს, კასპის მუნიციპალიტეტის წარმატებები ყოველთვის გამიხარდება, მაგრამ პრემიერს აშკარად შეცდომით მიაწოდეს ინფორმაცია. სინამდვილეში ქარელის მუნიციპალიტეტმა აითვისა სრულად თანხები როგორც რეგიონალური ფონდიდან, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებისთვის, ხოლო 2015 წლის რგფ-დან დაფინანსებული პროექტის (ყინწვისი- გვერძინეთის გზის ასფალტირება) სამუშაოები უკვე დაწყებულია." - ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი ქარელის საკრებულოში ცირა ინდუაშვილი.

 

,,მართალია, პრემიერს ან შეცდომით მიაწოდეს ინფორმაცია ან მექანიკურად შეეშალა, საუბარი კასპის ნაცვლად ქარელის მუნიციპალიტეტზეა." - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ეგნატაშვილი.

 

თანაგუნდელებისგან განსხვავებით ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი აღიარებს, რომ ბიუჯეტის 20% მართლაც ასათვისებელი დარჩა, ოღონდ, ეს ობიექტური გარემოებების გამო.

 

,,ჩვენი პროცენტი ბიუჯეტის ათვისებისა არის 79-80%-მდე. ის ოცი პროცენტი არის გარდამავალი პროექტები, მილიონიანი პროექტი კულტურის სახლისა, შპს ,,შარასთან" ქარელის ქუჩების მოასფალტება, ამ ოც პროცენტში შედის ასევე ძამის კალაპოტზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც ვერ დასრულდა, რადგან კომპანიასთან დავა სასამართლოში გვაქვს. ეს თანხები უბრალოდ გაჩერებულია, თორემ ჩამორჩენა არ გვაქვს" - აცხადებს ზაზა გულიაშვილი.

 

ქარელის კულტურის სახლის მილიონიანი პროექტი ერთი წელია გაჩერებულია. მშენებელ კომპანიას ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე გადაუვადეს. 

 

ზაზა გულიაშვილის განცხადებით, რაიონის გამგეობას ჩამორჩენა რომ ჰქონოდა, 2015 წელს, საქართველოს მთავრობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2 მლნ 300 000 ლარს გვერძინეთი-ყინწვისის გზის მოასფალტებისთვის არ გამოყოფდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, მიმდინარე წელს ყურადღება ტურისტულ ზონებს და მათი პოტენციალის გაზრდას ექცევა. გვერძინეთი-ყინწვისის გზა კი სწორედ ასეთ ტურისტულ ზონაში მდებარეობს. 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.