|
თანამდებობას ქვემო ჭალაში სოსო შუღლიაშვილი დაუბრუნდა. მას ადგილი გამგებლის წარმომადგენლის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა მარეხ ყამბეგაშვილმა დაუთმო. ყამბეგაშვილი კონკურსის წესით სპეციალისტის თანამდებობაზე ამავე თემში მუშაობს. იმის გამო, რომ 2014 წლის დეკემბერში საატესტაციო კომისიამ ქვემო ჭალის წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკურსის წესით ვერავინ შეარჩია, სპეციალისტი მარეხ ყამბეგაშვილი წარმომადგენლის რანგში მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ქვემო ჭალა 2013 წლის იანვარში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ბრძოლის არენას წარმოადგენდა. ქვემო ჭალელი მარეხ ყამბეგაშვილი და მისი გუნდი ოლეგ იაძის დანიშნულ სოსო შუღლიაშვილის გადადგომას ითხოვდა. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს განაცხადა მარეხ ყამბეგაშვილმა, რომ კასპი ტატამია.
ამჟამად ქვემო ჭალის ტერიტორიული თემის ხელმძღვანელის კაბინეტში სოსო შუღლიაშვილი და მარეხ ყამბეგაშვილი ერთად არიან. შუღლიაშვილი - გამგებლის წარმომადგენლად, ხოლო მარეხ ყამბეგაშვილი გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტად.
რაც შეეხება დანარჩენებს, ზემო ხანდაკში თანამდებობას ვასილ ქვრივიშვილი, კოდისწყაროში - ჯემალ აბულაძე, სამთავისში - გიორგი ილურიძე და ლამისყანაში - დავით ქენქაძე დაუბრუნდნენ.
მათ 3 თვის კომპენსაცია უკვე მიიღეს. მოლოდინი აქვთ, რომ ახალი კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე დატოვებენ თანამდებობაზე. სოსო შუღლიაშვილს იმედი არა აქვს, რომ ერთი თვის შემდეგ დატოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ განმეორებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და გასაუბრებამდე მიაღწია.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ შეხვდნენ ,,დაბრუნებულებს" წინამორბედები, ზემო ხანდაკის წარმომადგენელი ვასილ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მისი წინამორბედი ამჟამად სოფელში ტრაქტორზე ზის და მიწას ხნავს.
იხ. ამავე თემაზე:
,,ქარიშხალი" და ,,კატრინა" ქვემო ჭალაში
მარეხ ყამბეგაშვილი ქვემო ჭალის პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას
ვინც იბრძოლა, გარანტია არ ექნება
იხ. ვიდეო


სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.






სტატიის გამოყენების პირობები