რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
გორში სასკოლო სპორტული რაიონული ოლიმპიადის ფინალური თამაშები იმართება

 

ოლიმპიადა შემდეგ სახეობებს მოიცავს: - მინიფეხბურთი (ვაჟები) - კალათბურთი (ვაჟები); კალათბურთი (გოგონები);  მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები) მძლეოსნობა (შერეული); მოძრავი თამაშები (მხიარული სტარტები).

 

რაიონულ თამაშებში გამარჯვებულები რეგიონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ივნისის ჩათვლით ჩატარდება, ხოლო დასკვნითი ფინალური ეტაპი - 2015 წლის 1-10 ივლისს - ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში" გაიმართება.

 

 სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იდეას ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელებს.  

 

პროგრამის მიხედვით, საქართველოს 11 ქალაქში (გორი, თბილისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური), 2015 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება, რაშიც  მონაწილეობას 400-ზე მეტი სკოლა იღებს. 

 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს, მინიფეხბურთში,  2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების პერსპექტივა აქვთ, რომელიც ხორვატიაში გაიმართება.

 

კალათბურში (3x3) წარმატებულებს 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ესტონეთში ელოდებათ.

 

მაგიდის ჩოგბურთში წარმატებულებს - 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ისრაელში, ხოლო კროსში წარმატებულებს - უნგრეთში 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები ელოდებათ.

 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სპორტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება VIII-X კლასის მოსწავლეებს აქვთ, ხოლო - მოძრავ თამაშებში - III-VII კლასების მოსწავლეებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო
სასამართლოს
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო სასამართლოს
20:53 / 05.04.2026
ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმებში უკვე დიდი
ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმებში უკვე დიდი
09:49 / 01.04.2026
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის
სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
18:08 / 31.03.2026
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი
კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
13:05 / 31.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.