რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,დააცადეთ ქალბატონს" - დაპირისპირება პრემიერის განცხადების შემდეგ

 

საუბარი 2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას ეხება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონების გუბერნატორებთან, მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და თვითმმართველი ქალაქების მერებთან გამართული შეხვედრის დროს, კასპის მუნიციპალიტეტი შეაქო, ხოლო რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს 80%-იანი ათვისება დაუწუნა.

 

კასპის საკრებულოს წევრები, რომლებიც მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს ყოველ სხდომაზე ოპონირებას უწევენ, პრემიერის განცხადების გამო, გაკვირვებულები არიან. 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ფულადი ნაშთის ოდენობამ კასპის ბიუჯეტში თითქმის 3 მილიონ  ლარი შეადგინა. აქედან მილიონ ნახევარი ლარი - ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეკუთვნის.  ბეჟიტაშვილი და კავთიაშვილი მორჩენილი თანხის დეტალურ მონაცემებს მოითხოვენ.

 

ამ საკითხის განხილვის დროს ვახტანგ ბეჟიტაშვილსა და რუსუდან მაზმიშვილს შორის საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხმას მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმაც აუწია. ,,ელემენტარული არითმეტიკის" ცოდნისკენ გამგებელმა საკრებულოს წევრებს მოუწოდა. ვახტანგ ბეჟიტაშვილი კი აცხადებს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ფინანსურ ინფორმაციას ვერც წერილობით იღებს, რაშიც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი რუსუდან მაზმიშვილი დაადანაშაულა.

 

გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი დეპუტატებს უცხადებს, რომ მორჩენილი თანხები ეკონომიამ გამოიწვია, რომელიც ტენდერებში მონაწილე კომპანიების მხრიდან შეთავაზებულ დაბალ ფასებს მოჰყვა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გოჩიტაშვილის თქმით, ეს წლის ბოლოს კომპანიებისთვის გადაურიცხავმა თანხებმა აჩვენა.

 

,,სამუშაოები შესრულდა, მაგრამ იმის გამო, რომ სამხარაულიდან ექსპერტიზის პასუხები ჩამოსული არ იყო, კომპანიების ანგარიშზე თანხები არ იყო გადარიცხული. ეს 12 პროექტს ეხება" - ამბობდა გოჩიტაშვილი.

 

12 პროექტის ხსენებაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა რობერტ კავთიაშვილმა გამგებელს თითოეულის დასახელება მოსთხოვა. ამ დროს კი დებატებში ,,რესპუბლიკელი" ხათუნა თათანაშვილი ჩაერთო. მან დეპუტატებს შეახსენა, რომ ისინი საკრებულოს წევრები არიან, პროექტები საკრებულოს სხდომაზე მათი დამტკიცებულია და უნდა სცოდნოდათ. მან ის ფაქტები დაუსახელა, რაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს რუსუდან მაზმიშვილს უნდა ჩამოეთვალა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.