ინფორმაციას შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრების მიზანი ქვეყანაში სოციალური - საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე - ახალგაზრდების მოტივირება და პედაგოგების წახალისებაა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, პირველ ნაწილში „ ეტალონი“– ს წამყვანმა შეკრებილ საზოგადოებას გადაცემასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო, მოგვიანებით კი, მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. აქტიური მოსწავლეები „ეტალონი“- ს კითხვების კრებულით დაჯილდოვდნენ.





საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები