რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,თუ გვინდა სამართლიანობა აღვადგინოთ, შსს-გან მანქანები დავიბრუნოთ"

 

,,ამით, ჩვენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე პირნათელი ვიქნებით. ,,ნაციონალური მოძრაობის" ქმედებას ნუ დავაკანონებთ" - დასძენს ილია მეტრეველი, რომელიც საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის ,,ქართულ პარტიას" წარმოადგენს. 

 

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ქალაქ გორის მერიამ 5 ძვირადღირებული მანქანა აღმოაჩინა, რომელიც მართალია ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზეა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს. მანქანები სხვადასხვა დროს გორის მუნიციპალიტეტმა თხოვების ხელშეკრულებით სამხარეო სამმართველოს გადასცა. ჯარიმები და საურავები კი, რომლებსაც გათხოვებულ მანქანების მძღოლებს აკისრებენ, გორის მერიის ბიუჯეტიდან გადასახდელია.

 

,,როდესაც ეს მანქანები აღმოვაჩინეთ, მაშინვე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოგვეცილებინა. " - განაცხადა გორის მერმა. მან საკრებულოს წევრებს ის არგუმენტები გააცნო, რომლითაც აუცილებელია, რომ მანქანები სამინისტროს დარჩეს.

 

პირველ რიგში, მერი თვლის, რომ მაღალი კლასის მანქანები თვითმმართველობას და მის ხელმძღვანელს არ ჭირდება, მეორეც - იმ შემთხვევაში, თუკი მერია მანქანებს დაიბრუნებს, ავტოპარკის ლიმიტი შევსებულია და აუცილებლად დადგება ზედმეტი მანქანების გაყიდვის საკითხი.

 

,,აქ კი წავა იმაზე დავა, თუ რომელი მანქანა გაიყიდოს. აუდიტის მიერ იქნება თითოეული მანქანა შესაფასებელი, არ ვიცით, ამჟამად, მათ რა ფასი ექნება. მანქანა, რომელიც 6-7 წელია ხმარებაშია, არა მგონია მისი ყიდვა ვინმეს უნდოდეს. პროცედურები გაიწელება და შეიძლება მომდევნო მოწვევის საკრებულომდე ვერ განხორციელდეს ეს" - განაცხადა ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

დეპუტატებმა მას პირობა მისცეს, რომ თუკი მანქანები დაბრუნდება, გაყიდვის პროცედურები არ დაგვიანდება.

 

,,კი, ბატონო, თუ თქვენ შეძლებთ, რომ ეს მანქანები დაიბრუნოთ, გაძლევთ მინდობილობას და დაიბრუნეთ" - უთხრა გორის მერმა საკრებულოს დეპუტატებს. - ,,მაგრამ არა მგონია, რომ დაიბრუნოთ"

 

მისი ინიციატივა მანქანების მიტოვების თაობაზე ჩავარდა. 4 წევრის (პაპუნა კობერიძე, ნინო ზურაბიშვილი, მერაბ მაისურაძე და სოსო ფალელაშვილი) წინააღმდეგ 10 დეპუტატი წავიდა. რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მინდია გოდერძიშვილის ხმას, მან კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავა.

 

,,ჯერ მივწეროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, ჭირდებათ თუ არა მანქანები. იქნებ აღარ ჭირდებათ და თავად გვიბრუნებენ?" - აცხადებს მინდია გოდერძიშვილი.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.