შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე ჯაბა ქამხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან მიგრიაული, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
"ეტალონი" რეგიონებს 2014 წლის შემოდგომიდან სტუმრობს და ნიჭიერ ადამიანებს საქართველოს ყველა კუთხეში ეძებს. პროექტი შიდა ქართლის გუბერნატორის მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული ტურნეს მიზანი სწავლაზე ორიენტირებული ახალგაზრდობის აღმოჩენა, წარმოჩენა და განათლების მიღებისადმი მოტივაციის კიდევ უფრო ამაღლებაა.





საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები