რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გაეროს შტაბბინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ფოტოგამოფენა გაიხსნა

 

ერთ-ერთ სტენდზე Qartli.gE-ს ფოტოა განთავსებული, სადაც მავთულხლართების ორივე მხარეს მყოფი დვანელი და მუგუთელი ნაცნობების ხელის ჩამორთმევაა აღბეჭდილი.

 

გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით 28 მაისს გაიმართა მიღება, რომლის დროსაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნიუ-იორკში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა დავით დონდუამ და გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა კახა იმნაძემ. მიღებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში მცხოვრები მხატვარი ხატია ესართია, რომელმა ისაუბრა მისი და მისი ოჯახის მიერ ომის დროს გაგრის იძულებით დატოვების შესახებ.

 

გამოფენა ეხება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას - იძულებითი გადაადგილების პრობლემას. საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებით წარმოდგენილი ფოტო-კოლექცია მოგვითხრობს ადრეული 1990-იანი წლებიდან დღემდე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებითი გადაადგილების რამდენიმე ტალღის ისტორიას; ფოტოები ასახავს საქართველოს დევნილთა და ლტოლვილთა საკუთარი სახლებიდან გამოდევნის დრამატულ დინამიკას და მათ ამჟამინდელ ყოფას.

 

ქართველმა დევნილებმა რთული გზა გამოიარეს მას შემდეგ, რაც კონფლიქტის შედეგად სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოდევნეს თავიანთი სახლებიდან. ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ მეტად გაუარესდა 2008 წლის ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც ცხინვალის რეგიონიდან დამატებით ათიათასობით ადამიანი გახდა იძულებითი გადაადგილების მსხვერპლი.

 

გამოფენა ემსახურება ამ მნიშვნელოვანი საკითხის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოფენა ექსკლუზიურად ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება, რადგან საქმე ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის დაბრუნების ხელშეუხებელ უფლებას, საკუთრების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობას და სხვა.

 

 

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.