|
ზარალის აღმწერი კომისიის შემადგენლობაში როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლები შედიან.
,,ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყეთ კომისიას მუშაობაში. თქვენ უკეთ იცნობთ მოსახლეობას ადგილზე და შეგიძლიათ სიტუაცია გაანეიტრალოთ. უაზრო ჩხუბში ვინც დაკარგავს დროს, უმჯობესია, მაგ დროს პოლიცია გამოიძახოთ და ნორმალური პირობები შექმნათ. მაქსიმუმ 7 სამუშაო დღეში შევძლოთ სრული მონაცემების დადება" - განაცხადა გამგებელმა.
შეგახსენებთ, სეტყვის შედეგად გასულ კვირას გორის რაიონის 40-მდე სოფელი დაისეტყვა. სპეციალისტები მოსახლეობის ბაღებში მოსავლის ზარალს პროცენტების მიხედვით ითვლიან, რაც მესაკუთრეების უკმაყოფილებას იწვევს.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.







სტატიის გამოყენების პირობები