რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
თეატრალური სტუდია მერეთში (VIDEO)
გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე, კვირაში ორჯერ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მერეთში სოფლის ავტობუსით მგზავრობს. ის სკოლის მოსწავლეებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლის. ამბობს, რომ ერისთავის თეატრი ამ კუთხით წლებია ახალგაზრდა კადრებს ეძებს.



მერეთამდე სოფელი კარბია, სადაც პოლიციის საგუშაგო დგას. აქ სამართალდამცავები ამოწმებენ, თუმცა ეს არ აფერხებს მივიდეს სკოლამდე და ასწავლოს საყვარელი პროფესია ბავშვებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან მის გაკვეთილს.

„ეს არის ახალი პროექტი და მოიცავს სოფლების ათვისებას კულტურის თვალსაზრისით. თეატრალური თემატიკა მხოლოდ მერეთში ისწავლება. სხვაგან საკრავებზე დაკვრას ასწავლიან, რამდენადაც ვიცი. ეს ძალიან დიდი საქმეა, უდიდესი საქმე, როცა კულტურა ისწავლება იქ, სადაც ,,სასაზღვრო“ ზონებია.“ - ამბობს მერაბ ჭანკოტაძე.

ის ასევე მადლიერია იმ ხალხით, ვინც ამ პროექტის განხორციელებას ხელს უწყობს. პირველ რიგში შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის მერი:

,, მიხარია, რომ თქვენ ეს დაინახეთ და ამას აშუქებთ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორს ქალბატონ თეას, ასევე, აქ მუშაობს ერთი საინტერესო ქალბატონი, ქეთევან შატაკიშილი. ის კულტურის ძველი მუშაკია და ორგანიზებას უწევს ჩვენს გაკვეთილებს“ - აღნიშნავს მსახიობი.



მერეთის კლუბს ,,თეატრონი“ ქვია. აქ მარტო მეტყველებას არ ასწავლის.

,, ჩვენ ვსწავლობთ კულტურას, ზრდილობას, მოქალაქეობას, პოზიციას და სიმართლეს. როცა გესმის, რომ ბავშვი შენს გაკვეთილზე დასასწრებად მეორე სოფლიდან მოვიდა, ძნელია უღალატო და უთხრა, რომ „უკაცრავად მე ვერ ამოვალ“. ყველას ვეტყვი - სარკმელიდან უნდა გამოხვიდე და აქ უნდა ამოხვიდე. აი ეს თვალები უნდა დაინახო.“ – აღნიშნავს მერაბ ჭანკოტაძე.

,,თეატრონში“ სულ 8 ბავშვია, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი პროექტის დროს, რაოდენობრივი მაჩვენებლით არ იხიბლება:

,,მირჩევნია ცოტა ბავში იყოს და ყველას გავწვდე. ყველასთან ბოლომდე დავიხარჯო.



ვიცი, დიდხანს მომიწევს აქ ყოფნა, რადგან პიესის გაკეთებას ვგეგმავ. ავტორი ცხინვალელი დრამატურგი მერაბ ელიოზიშვილია და მისი პიესა თემატურად ამ ბავშვებთან უფრო ახლოს არის. სიხარულით მოვდივარ ჩემს მოსწავლეებთან. კვირაში ორი დღე მაქვს და გულწრფელად მიხარია ამათთან ურთიერთობა. სტუდიის სახელიც ერთად შევარჩიეთ“ - განმარტავს ბატონი მერაბი.

მას და ერისთავის თეატრს ამ ბავშვებთან მიმართებაში სულ სხვა მისია აკისრიათ. მათი სურვილია, რომ გააკეთონ მიზნობრივი ჯგუფი, სადაც ბავშვები მოემზადდებიან თეატრალურ უნივერსიტეტში სასწავლებლად, რათა შემდგომ კვალიფიციური კადრი დაუბრუნდეს გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრს.

,, ეს არის ჩემი მისია, მე უკვე წლებში ვარ და რაც ვიცი, უნდა გავცე.“ - აცხადებს მერაბ ჭანკოტაძე.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.