|
გორის პატრულის მიერ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ პირთა გადახდილი თანხა ქალაქ გორის ბიუჯეტში შედის. პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ჯარიმებიდან ქალაქ გორის ბიუჯეტში, ნაცვლად, გეგმით გათვალისწინებული 85 ათასი ლარისა, უკვე 106 ათასი ლარია შესული. გეგმის შესრულებამ პირველ კვარტალში 124% შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით მონაცემებს, ამის შესახებ ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ( IDFI) 2015 წლის 4 ივნისს გამოაქვეყნა. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
2013 წლის მიწურულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში შევიდა ცვლილება და, IDFI-ს სტატისტიკის მიხედვით, მთელი რიგი საგზაო წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა შემცირდა.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.







სტატიის გამოყენების პირობები