რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქარელის გამგებელი: ,,რა ყველა გიჟი ატოციდანაა"

 

26 ივნისამდე, 2015 წლის ქარელის ბიუჯეტის რელიგიის მუხლში, 70 000 ლარი იყო გათვალისწინებული. ეს თანხა უკვე გაიხარჯა. რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქარელის გამგეობას  მისწერა, რომ დამატებით 20 ათასი ლარი გამოიყოს ეკლესია-მონასტრების მშენებლობისთვის.

 

ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისა და დამატებით 20 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე, წინადადებით გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ვასილ ბაქრაძე წარდგა. საკრებულოს დეპუტატებმა განმარტების სახით დეტალური ინფორმაცია მოითხოვეს.

 

,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნათია გოჩაშვილმა მოითხოვა, კონკრეტულად, თუ რაში უნდა გაიხარჯოს ეს 20 ათასი ლარი. როგორც სხდომაზე გაირკვა, საკრებულოს სხდომამდე, ამ საკითხზე კომისიებში ყოფილა განხილვა.

 

საკრებულოს თავმჯდომარის ვანო არდემანაშვილის განმარტებით, დეპუტატებმა ეს საკითხი, ჯერ კიდევ, კომისიის სხდომაზე დააყენეს. საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ სპარტაკ ეკალაძემ უკვე ათვისებული 70 000 ლარის დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.

 

გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნელი ლომიტაშვილმა კონკრეტული ეკლესიები ჩამოთვალა, რომლებმაც 70 ათასი ლარი გამოიყენეს. გამგებლის მოადგილის მერი არხოშაშვილის თქმით, მამაოებმა ხარჯთაღრიცხვები უკვე წარადგინეს, რომლის მიხედვით თანხები გადაირიცხა.

 

,,ეს ყველა ეკლესია მშენებარეა" - აცხადებს მერი არხოშაშვილი.

 

მას შემდეგ რაც ნელი ლომიტაშვილმა ეკლესია-მონასტრები ჩამოთვალა, ატოცის წარმომადგენელმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ ჩამონათვალში მისი სოფლის ეკლესია არ მოხვდა.

 

,,მეუფე წყვეტს, თუ როგორ უნდა განაწილდეს ეს თანხა" - განმარტა რუისის დეპუტატმა გია კუთხაშვილმა.

 

,,რაო, რა მინდაო?" - ჰკითხა გია კუთხაშვილს ატოცთან დაკავშირებით რაიონის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

 

,,ატოცზე რატომ არ მიდის თანხაო" - უპასუხა გამგებელს რუისის წარმომადგენელმა.

 

,,რა ყველა გიჟი იქიდანაა" - გადაულაპარაკა ზაზა გულიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსხვერპლით დასრულდა შავშვებთან დღეს დილით მომხდარი ავარია.
დაიღუპა ერთი ადამიანი.
მსხვერპლით დასრულდა შავშვებთან დღეს დილით მომხდარი ავარია. დაიღუპა ერთი ადამიანი.
09:54 / 22.06.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შალვა და კოტე
ერისთავების სახლის აღდგენა იგეგმება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შალვა და კოტე ერისთავების სახლის აღდგენა იგეგმება.
15:52 / 21.06.2026
კასპის გადმოსახედზე სკვერი მოეწყობა.
კასპის გადმოსახედზე სკვერი მოეწყობა.
15:16 / 21.06.2026
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის
ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის
ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
13:40 / 21.06.2026
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი
წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
22:33 / 20.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.