|
,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ ასისტანსის სამსახურში მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში ზარალის შესახებ შემოვიდა 138 შეტყობინება. თითოეული მათგანი კომპანიის წარმომადგენლებმა უსწრაფეს რეჟიმში განიხილეს და შეტყობინებების შემოსვლიდან სამ დღეში მობილური ჯგუფის მენეჯერები ჩავიდნენ შემთხვევის ადგილას ზარალის დასათვლელად. კომპანიის წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმში იმასათვის, რომ დროულად დაეთვალიერებინათ შემთხვევის ადგილები და მოეხდინათ სრული ასანაზღაურებელი თანხის დათვლა.
,,აი სი ჯგუფი" განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს ამჟამადაც მუშაობას. მნიშვნელოვანია რომ, აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ხეხილის დაზიანებისგან მიღებული ზარალის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში, მოსავლის მიღების მომენტში, მაგრამ დაზარალებული დაზღვეულების მდგომარეობის გათვალისწინებით, აი სი ჯგუფის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ზარალის წინსწრებით ანაზღაურების შესახებ. თანხების ფერმერების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვა უკვე დაწყებულია.
„სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ მუდმივად ზრუნავს თავის დაზღვეულებზე ცდილობს შეუქმნას მათ მაქსიმალური კომფორტი და თავიდან აარიდოს ზედმეტი დანახარჯები.
R

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.







სტატიის გამოყენების პირობები