რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
კონკურსი გორში - ,,განათავსე ინსტალაცია შენს ქალაქში"

 

 

ეს არის იდეების კონკურსი და ღიაა ყველა მსურველისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ და მოყვარულ არტისტებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, მხატვრებს, მოქანდაკეებს, ფოტოგრაფებს. თითოეული კონკურსანტის მიერ შემოტანილი განაცხადების რაოდენობა არ არის შეზღუდული (შეგიძლიათ წარმოადგინოთ ორი და მეტი იდეა-განაცხადი). პროექტის მონაწილეებს სრულად უნარჩუნდებათ საავტორო უფლებები იდეასა და დიზაინზე. 


მონაწილეობის მსურველმა, საზოგადოებრივ სივრცეში, უნდა შექმნას ორიგინალური, ფუნქციურად გამართული ინსტალაცია, რომელიც შემდგომში გამოიფინება და განთავსდება გორის ქუჩებში. პროექტის ავტორმა უნდა გაითვალისწინოს ნამუშევარზე გარემო პირობების ზემოქმედება და უზრუნველყოს მისი გამძლეობა. დაუშვებელია საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ხეების, ნარგავების, ლანდშაფტის ცვლილება. ინსტალაცია არ უნდა უქმნიდეს დაბრკოლებას ქვეითებს, მძღოლებსა და სატრანსპორტო საშუალებებს. ასევე არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს არსებული გარემოსთვის. 


გამოგვიგზავნეთ თქვენი იდეა ნებისმიერ ფორმით: ხელით დაწერილი, გრაფიკულად შესრულებული, ხმოვანი და ვიდეო შეტყობინებით. წარმოდგენილ მასალას დაურთეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი.


კონკურსში წარმოდგენილ იდეებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და გამოავლენს 3 გამარჯვებულს.


გამარჯვებულები 24-25-26 ივლისს, მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ექსპედიციაში ხევსურეთში.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 ივლისი, 18:00 საათი.

გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი საკონკურსო ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  
კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 598183674; 599116062.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.