რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,დილა"-,,პარტიზანის" თამაშისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია

 

ყველა ბილეთი გაყიდულია. 4 ათას ადგილიან სტადიონზე უფრო მეტ ხალხს ელოდებიან. აკრედიტაცია გავლილი აქვს 50-მდე ჟურნალისტს, მათ შორის, უცხოური მედიის წარმომადგენელს. ,,პარტიზანს" საკუთარი გულშემატკივარი არ ეყოლება.

 

თუმცა, ქალაქში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. მათ კონფლიქტი მძღოლებთან იმ დროს მოსდით, როდესაც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე გადადიან.

 

ასეთი მასშტაბის შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონი პირველად მასპინძლობს. კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ სტადიონი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს:

 

,,ორი თვის წინ შეუძლებელი ჩანდა ,,დილას“ სტადიონზე ასეთი მნიშვნელობის მატჩის გამართვა, თუმცა დავისახეთი მიზანი, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრა სწორედ გორში გაიმართებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი სრულ მზადყოფნაში ხვდება დღევანდელ შეხვედრას, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა თანამშრომელს, სპორტულ და ორგანიზაციულ მხარეს, რადგან მათ უმოკლეს პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს, იმისათვის რომ ჩვენს არენას უეფას სტანდარტებისა და რეკომენდაციებისთვის გაეცა პასუხი." - აღნიშნავს გიორგი ტუღუში.

 

20 ივლისს კი, გორის ,,დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა, ,,დილას" ახალწვეულ კიპერთან ალექსეი შევჩენკოსთან ერთად, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. სოსიაშვილის თქმით გუნდის ყველა მოთამაშე მოტივირებულია და სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში მოუთმელად ელოდება ხვალინდელი მატჩის დაწყებას.

 

მთავარმა მწვრთნელმა მატჩისთვის  ,,დილას" შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებები შეიტანა.

 

,,პარტიზანი"- ,,დილას" შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარ მსაჯ დანიელ სტეფანცკის,რაფაელ როსტკოვსკი და მარჩინ ბონიეკი გაუწევენ ასისტენტობას. მეოთხე მსაჯი ბარტოშ ფრანკოვსკი იქნება.

 

უსაფრთხოების დაცვის მიზნით მატჩის დღეს სტადიონზე აკრძალულია: დანების,ფეიერვერკების,მაშხალების, იარაღის, სახიფათო ან საშიში ნივთების,ლაზერული იარაღის,ბოთლების, ქილებისა და ნებისმიერი საგნის (რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც იარაღი ან საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებას). შემოტანა. ის პირები რომლებსაც ექნებათ ასეთი ნივთები არ დაიშვებიან სტადიონის ტერიტორიაზე.

 

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (ძირითადად სტადიონის ჩრდილოეთით არსებულ ტერიტორიაზე, ავტოსადგურის მხარეს) მატჩის დროს შეზღუდული იქნება ავტომანქანების გაჩერება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანების შეზღუდვა ხდება უეფას მოთხოვნებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

 

შეგახსენებთ, 2015 წლის 14 ივლისს გორის ,,დილა" ბელგრადის ,,პარტიზანთან" სტუმრად  0:1 დამარცხდა. აღნიშნული მატჩი გორელებმა მთავარ მოედანზე დიდ ეკრანზე იხილეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო
პოლიციის სამხრე კამერით
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით
17:09 / 23.06.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი
თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი
გახდება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.
16:42 / 23.06.2026
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე,
დამნაშავედ ცნო.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე, დამნაშავედ ცნო.
15:20 / 23.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი
გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
12:32 / 23.06.2026
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
12:00 / 23.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.