რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,საამილახვრო ციხეს მესაკუთრე ჰყიდის" - განგაში კასპში
21.08.2015 კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მდებარე საამილახვრო ციხე-სიმაგრეს, მარნებს, ეკლესიას და, ზოგადად, მთლიან ფართობს მეპატრონის, ნინო ერისთავის შვილი გაყიდვას უპირებს. ამის გამო სოფლის მოსახლეობამ (500-მდე ადამიანმა) ხელმოწერები შეაგროვა და ციხე-სიმაგრის სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. თუმცა, მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

საამილახვროს ციხის საკითხი დღეს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ამავე სოფელში მცხოვრებმა, მწერალმა ვაჟა ოთარაშვილმა დააყენა. ის ქვემო ჭალელია და ამბობს, რომ დეტალურად შესწავლილი აქვს ამილახვრების შთამომავლების ისტორია მეცნიერებათა აკადემიის პროფესორების დახმარებით.

ვაჟა ოთარაშვილი ციხის მეპატრონის ნინო ერისთავის შვილს, ერეკლე კუხიანიძეს უპირისპირდება. სწორედ, ოთარაშვილისგან გახდა ცნობილი, რომ ისტორიულ ძეგლს ერეკლე კუხიანიძე გაყიდვას უპირებს.

,,ეს ამბავი გავიგე ერთი ქართველი, ცნობილი ბიზნესმენისგან. ამჟამად, არ მინდა გავახმაურო მისი ვინაობა. სწორედ, მას შესთავაზა კუხიანიძემ, რომ თუ გააყიდინებს ციხე-სიმაგრეს ინდოელ ან ირანელ ბიზნესმენებზე, გაყიდული თანხის 30%-ს მისცემს" - განუცხადა ვაჟა ოთარაშვილმა საკრებულოს წევრებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით მიხედვით, ქვემო ჭალის საამილახვრო ციხესიმაგრე, რომლის ფართობი 10 500 კვ.მ თავისი შენობა-ნაგებობებით, ციხესიმაგრით და ეკლესიით მოიცავს, 2006 წელს ნინო ერისთავმა დაირეგისტრირა. დარეგისტირების საფუძვლად მემკვიდრეობით მიღებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი სახელდება. ეს დოკუმენტი კასპის სასამართლომ 2001 წელს მიიღო.

კასპის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, რომელიც ყოფილი მოსამართლეა და 2001 წელს მიღებული გადაწყვეტილების ავტორის გენადი მილაძის კოლეგა იყო, ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გასულია.

,,ამიტომ, სწორი ფორმა აურჩევია მოსახლეობას, რომ პროკურატურას მიმართა იმის გასარკვევად, რამდენად კანონიერი გადაწყვეტილებაა მიღებული სასამართლოში. რაკი პროკურორმა ჩათვალა, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, მაშინ ჩვენ სხვა რა გზა გვრჩება" - განმარტა გოჩიტაშვილმა.

ვაჟა ოთარაშვილს იმედი აქვს, რომ ამჟამინდელი მთავარი პროკურატურა ხელახლა დაინტერესდება საამილახვრო ციხესიმაგრის გასხვისების ფაქტით. მით უმეტეს, როდესაც მისი თქმით კუხიანიძეს პრეტენზია აქვს ქსნის ციხეზე და სამთავისის ეკლესიაზეც.

ვაჟა ოთარაშვილს ხელთ აქვს ის გაზეთები, სადაც ისტორიული ძეგლების მემკვიდრე ასაბუთებს საკუთრების უფლების კანონიერებას. ოთარაშვილს მიაჩნია, რომ ამილახვრების პირდაპირი შთამომავლები სხვები, ზუბალაშვილები არიან და ისინი საგარეჯოს რაიონში ცხოვრობენ.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს
15:00 / 15.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.