რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ხეხილის გასაშენებლად 1 ჰა-ზეც ეხმარებიან

 

 

პრესსამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამის „დანერგე მომავალი“ განცხადებების მიღების მეორე ეტაპს იწყებს. 

 

ცვლილების მიხედვით, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, გათვალისწინებული შემდეგი სხვა პუნქტები:

 

- რეგიონებს,  ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა.

 

- ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა დაფინანსება ჯამში  100 000 ლარს,  ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი - 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. 

 

- თოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. 

 

- იმპორტის გზით ნერგების შეძენის შემთხვევაში 20 %-ით გაიზარდა ერთ ნერგზე დაფინანსების თანხობრივი ლიმიტი. 

 

- ახალი განკარგულებით, ასევე შესაძლებელია ერთი ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაწილეობა.

 

უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად პროგრამით „დანერგე მომავალი“ სარგებლობას უფრო მეტი ფერმერი შეძლებს.

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, პროგრამის „დანერგე მომავალი“ I  ეტაპზე   სულ 14 განაცხადი დაამტკიცა.  პროგრამის ფარგლებში 89.63 ჰექტარზე ჯამში გაცემულია 575 889 ლარის დაფინანსება. 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა  რეგიონში მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობების მოწყობა.

 

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.