კალენდარი
«« აგვისტო 2021 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
,,წყალი ოკუპანტების ხელში" - ბერშუეთი
სოფელ ბერშუეთში მცხოვრები გოგია ჯაბახიძის ოჯახი რუსული ანექსიის კიდევ ერთ მსხვერპლია. როგორც თავად ამბობს ოკუპაციამ სოფელს საარსებო მინიმუმი წაართვა. აღარ აქვთ საძოვრები და სარწყავი წყალი, ამის გამო მოსახლეობის უმეტესობას მსხვილფეხა საქონელი აღარ ჰყავთ.

" გასაჭირშია ხალხი. წყალი არ გვაქვს, დასალევი წყალიც არ არის. რაც მოდიოდა, ჩვენთან რუსებმა დაიკავეს. არ გვიშვებენ იქამდე რომ გავაკეთოთ. ვერაფერ ვაკეთებთ. გზაც იმათია ეხლა და ყველაფერი იმათმა დაიკავეს. საქონელი არ მყავს რომ ვიყოლიო, სად წავიყვანო? არ არის საშუალება საძოვრები თუ არ არის როგორ უნდა აძოვო? საძოვრებიც ოკუპანტებმა დაიკავეს. როცა გჯაბნის მტერი ვერაფერს გახდები. ვისაც ზემოთ აქვს ბაღები, იქ ვერ მიდის ხალხი დაიჭერენ. ქვემოთ მაქვს მე მამული და არც იქ მოდის წყალი. ცხინვალიდან არის ტირიფონის არხი."

ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს ბერშუეთის მკვიდრი მამუკა ზაუტაშვილი. ომით დაზარალებული სოფლების უმეტესობას წყლის, სახნავ-სათესი მიწებისა და საძოვრების პრობლემებმა ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.



" ძალიან ბევრი პრობლემაა სოფელში. სარწყავი და დასალევი წყალი არ არის. ერთი ჭაბურღილია და ისიც ხან არის ხან არა. წყალი ჯანდაბას, გზა აქ არ არის კვალი აქ არ არის. უწყლოობის გამო შემოსავალიც არაფერია." აღნიშნავს მამუკა ზაუტაშვილი

რუსული ოკუპაციისგან გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, სოციალური სამსახურები გაღატაკებულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან. ამის მაგალითი 86 წლის შალიკო ჯავახიშვილია. როგორც მან გვითხრა უკვე მეშვიდე წელია სოციალურ სააგენტოს დახმარებას უშედეგოდ სთხოვს მიზეზად კი შილებს ასახელებენ რომლებსაც საკუთხარი ოჯახები ჰყავთ.

"რა არის ჩემი შემოსავალი. ერთი ჰექტარი მიწა მაქვს მაგრამ ვერ ვუვლი. 86 წლის ვარ და როგორ მოვუარო. ძროხები გაიწყვიტა ხალხმა, აღარავის ყავს. მთას იქით ვერ გარეკავ საქონელს. საბალახოდ, რომ გაუშვა ძროხასაც წაგართმევენ რუსები და შენც წაგიყვანენ." ამბობს შალიკო ჯავახიშვილი.




გოგია ჯაბახიძის სიდუხჭირეს კიდევ ერთი პრობლემა ემატება. მას სახლში ასასვლელი კიბე უბრალოდ არ აქვს. 86 წლის მოხუცი სახლში შესასვლელად ხის მისადგმელ კიბეს იყენებს და მასაც შორს წასული შილების გამო, სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ეუბნება.

" თავი პენსიით გაგვაქვს. არც სოციალურ დახმარებას გვაძლევენ არ გეკუთვნითო. ქულები არ გყოფნითო ასე გვეუბნებიან აგენტები. ხომ იცით მაგათი ამბავი. ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს თვალების ოპერაცია გავიკეთე კარგად ვერ ვხედავ. აბა თავის ტკივილები მაქვს სახსრები მტკივა წალებს ვსვავ. ხომ ხედავთ ჩვენი სახლი რა მდგომარეობაშია. ამით ვსარგებლობთ მეც და ჩემი მოხუცი მეუღლეც.სანამ ჩაიკეტებოდა ყველაფერი თავისუფლად ვცხოვრობდით. საქონელიც გვყავდა ცხვარიც ჰყავდა ხალხს და ყველაფერი. ასე არ გვიჭირდა."

სოფელი ბერშუეთი ერთ-ერთი ის სოფელია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. მისი მიმდებარე ტერიტორიიდან, საქონლის საძოვრად გასული ადგილობრივები არაერთხელ დაუკავებიათ.


სოფელი ტირიფონას ველზე მდებარეობს, სადაც 400 კომლი ცხოვრობს. ამჟამად იგეგმება სამარშუტო გზის მოხრეშვა. სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ახლა იწყებენ ოჯახებზე ამ სტატუსის მინიჭებას. ,,ეს შეეხებათ პენსიონერებს, რომლებიც აბონენტებად არიან რეგისტრირებული და ისარგებლებენ შეღავათებით. შეეხებათ იმ ოჯახებს, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. ასევე მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი შვილი ყავთ და საბიუჯეტო ხელფასი ერიცხებათ გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან. სტატუსის მქონე პირები, რომლებიც იხდიან მიწის გადასახადს ასევე გათავისუფლდებიან გადასახადისაგან. მეწარმე ფიზიკური პირები 10 წლით თავისუფლდებიან მოგების გადასახადისაგან." - აცხადებენ მერიაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღევანდელი მონაცემებით, 19 ათასი ჯავშნიდან 3000 მოქალაქემ ჯავშანი
გააუქმა და აცრაზე არ გამოცხადდა.
დღევანდელი მონაცემებით, 19 ათასი ჯავშნიდან 3000 მოქალაქემ ჯავშანი გააუქმა და აცრაზე არ გამოცხადდა.
13:24 / 03.08.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან:
10:45 / 03.08.2021
ქალის შეძახილი ხეობაში ექოსავით გაისმა. მივუახლოვდით გაიჩანთუბანს
და ხეებში ჩამალული ძველი სახლიდან
ქალის შეძახილი ხეობაში ექოსავით გაისმა. მივუახლოვდით გაიჩანთუბანს და ხეებში ჩამალული ძველი სახლიდან
22:01 / 02.08.2021
ევროკავშირის მხარდაჭერით, 3 აგვისტოდან, კომუნიკაციების კომისია
პროექტს
ევროკავშირის მხარდაჭერით, 3 აგვისტოდან, კომუნიკაციების კომისია პროექტს
12:16 / 02.08.2021
ვიდეორეპორტაჟი
ქალის შეძახილი ხეობაში ექოსავით გაისმა. მივუახლოვდით გაიჩანთუბანს და ხეებში ჩამალული ძველი სახლიდან
,,12 შვილიშვილი მყავს. როცა დაცხება, აქ არიან ხოლმე" - ამბობს 85 წლის ავთანდილ ასანიძე.
,,გუშინ სოფელში ვლაპარაკობდით, ვინცა ვართ შემორჩენილი, რომ იქნებ დავურეკოთ
წელიწადზე მეტია, რობიზონი და ნანა ტანას ხეობაში, სოფელ ქვემო ორმოცში მუდმივად ცხოვრობენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გობოზაანთუბანი – უშუქო სოფელი
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
ომარ ხუბაევის “ნართები“
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.