ახალი ამბები
ევროკავშირმა ხაშურის წყალმომარაგებისთვის 58 მლნ ევრო გამოყო
დღეს, "ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების" პროექტისთვის, 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამ პროექტით ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა შეიქმნება. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა, მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, დომენიკ პაპენჰეიმი.

ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ნარჩენი წყლები ტრანსსასაზღვრო მდინარეში გაუწმენდავი სახით ჩაედინება.

პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი კომპანია. 

"ამ პროექტით საფრანგეთი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, "ევროპის გუნდის" სახელით საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვაში. ვიმედოვნებ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის წყლის სექტორში თანამშრომლობის ეს პირველი მაგალითი დასაბამს დაუდებს ახალ პროექტებს ამ სფეროში, ყველასათვის უფრო მწვანე და უკეთესი სამყაროს უზრუნველსაყოფად,"- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.

"ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის მოსახლეობისა და მიმდებარე დასახლებების საყოფაცხოვრებო პირობებს. პროექტის განხორციელების შედეგად 40000-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი, რომლის წვლილიც მნიშვნელოვანია პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით," - განაცხადა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა.

"ევროკავშირი საქართველოს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაში ეხმარება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს საქართველოს წყლის სექტორში. ამ პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ხაშურში მცხოვრები იმ ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა, რომლებსაც არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე და წყალარინების მომსახურებაზე. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენი წყლების გაწმენდას, რაც მიმდებარე მდინარეებსა და ნიადაგს დაბინძურებისგან დაიცავს. აქედან გამომდინარე, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანების ჯანმრთელობის, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში," - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა,
დომენიკ პაპენჰეიმმა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)

საფრანგეთის განვითარების სააგენტო არის მრავალმხრივი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი და საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) აფინანსებს სხვადასხვა დარგებს - სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ჯანმრთელობის დაცვას, ბიომრავალფეროვნებას, წყალს, ტრანსპორტსა და ურბანულ განვითარებას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ტრენინგებს - და მხარს უჭერს უფრო უსაფრთხო, უფრო სამართლიანი და უფრო მდგრადი სამყაროს შექმნას. 85 სააგენტოსგან შემდგარი ქსელის საშუალებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) 115 ქვეყანაში მუშაობს. 2019 წელს სააგენტომ პროექტების დასაფინანსებლად 14 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო.
2016 წელს თბილისში რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა დამყარდა, რამაც განაპირობა 480 მილიონი ევროს ვალდებულებების აქტიური პორტფელის შექმნა სოფლის მეურნეობის, წყლის, სოციალური დაცვისა და ურბანული მობილობის სექტორებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: წწწ.აფდ.ფრ.*(ლინკ ის ეხტერნალ)

ევროკავშირი

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 350 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს. ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ეკონომიკის განვითარებაში, განათლების, მმართველობის, ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის სფეროებში. აღნიშნული დახმარება სხვადასხვა ფორმით ხდება, კერძოდ, საქართველოს მთავრობის პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერით, ტექნიკური დახმარების პროექტებით, სამოქალაქო საზოგადოებისათვის განკუთვნილი გრანტებით და ევროკავშირის პროგრამებზე, როგორიცაა Eრასმუს+, Hორიზონ2020 და ჩრეატივე Eუროპე, წვდომის უზრუნველყოფით. ევროკავშირი საქართველოში მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა წყალმომარაგება და წყალარინება, ნარჩენების მართვის ობიექტების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
განსხვავებული მონაცემები გამოაქვეყნა მარინა ეზუგბაიამ, რომელმაც
განაცხადა, რომ შიდა ქართლში არც ერთი ინფიცირებულია:
განსხვავებული მონაცემები გამოაქვეყნა მარინა ეზუგბაიამ, რომელმაც განაცხადა, რომ შიდა ქართლში არც ერთი ინფიცირებულია:
11:14 / 21.09.2020
,,ჩემი დიდი პაპა იყო აღმოსავლეთ საქართველოს არქიმანდრიტი,
მსახურობდა თბილისში, მეტეხის ეკლესიაში.
,,ჩემი დიდი პაპა იყო აღმოსავლეთ საქართველოს არქიმანდრიტი, მსახურობდა თბილისში, მეტეხის ეკლესიაში.
19:49 / 20.09.2020
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემი დიდი პაპა იყო აღმოსავლეთ საქართველოს არქიმანდრიტი, მსახურობდა თბილისში, მეტეხის ეკლესიაში.

,,ჩემმა ბიჭმა ნახა რეპორტაჟი, დამირეკა ვლადიკავკაზიდან, დედა, დიდი ხაბიზგინები გამოუცხე სტუმრებსო.

ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
გორში 10 და 11 სექტემბერს შიდა ქართლის გამომძიებლებისთვის გაიმართა ტრენინგი
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ზინა სანაკოევა - ორთუბანი
- მობრძანდით! ძაღლი არ გიკბენთ, უბრალოდ მოგეფერებათ, როგორც სტუმრებს.
ჟანა ბითიევი და ნინო ქარქუსოვი წეროვანიდან

დავიწყე გზაზე სიარული, ასე გზადაგზა ვეძებდი ჩემს ოჯახის წევრებს. რომ ვიპოვე ყველა,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.