რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ტემპუსის პროექტი გორის უნივერსიტეტში

 

შეხვედრა  გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა გახსნა, რომელმაც ტემპუსის პროექტის როლისა და მიღწეულ შედეგების შესახებ ისაუბრა. სტუმრებს ასევე მიესალმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, შტეფენ შტორკი. მისი თქმით, ევროკავშირის როლი უმაღლესი განათლების განვითარების საკითხში და აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ძალზედ მნიშნვნელოვანია.

 

უმაღლეს განათლებაში შეტანილი ცვლილებების მართვის პროექტის კოორდინატორმა, კრისტინა არმუთლიევამ, პროექტის განვითარებისა და ჩართული პარტნიორების აქტიურობის შესახებ, წარმოადგინა ინფორმაცია.

 

შეხვედრაში  შემდეგი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ:


ბულგარეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კოორდინატორი);


სომხეთი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გავარის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთის სახ. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთის აგრარული ეროვნული უნივერსიტეტი;

 

ბელორუსია: ვიტებსკის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პ.ო. სუხოის სახელობის გომელის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელარუსიის მომხმარებელთა კოოპერატივების ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ბელარუსიის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი;


საქართველო: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; 

 

მოლდავეთი: სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალეკუ რუსოს ბალტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდავეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, კომრატის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 

 

უკრაინა: ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, ლვოვის კომერციის აკადემია; ლვოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი, ოდესის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი, ხარკოვის პოლიტექნკური ინსტიტუტი, ვლადიმირ დალის აღმოსავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტი, ჩერკასის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; 

 

საბერძნეთი: თესალის უნივერსიტეტი; საფრანგეთის დიჟონის აგრარული ეროვნული ინსტიტუტი; პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი; დიდი ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერისტეტი კოლეჯი.

 

ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტის რექტორმა, ტოდორ რადევმა თქვა, რომ პროექტის პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ,,ერასმუს+"-ის ფარგლებში.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა  მაია შუხოშვილმა და ქალაქ გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა, განათლებაში შესატანი ცვლილებების განხორციელებისათვის, ხელისუფლების ძალისხმევის კიდევ უფრო გაძლიერებაზე პირობა დადეს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
13:32 / 03.11.2026
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის
მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების
შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
11:29 / 03.11.2026
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს
შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება
მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2
000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2 000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
19:36 / 02.11.2026
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.