|
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იციან, რომ ავლევში ჭაბურღილი ენერგო-პრო ჯორჯიამ დალუქა, რადგან მოსახლეობის მხრიდან დენის გადასახადი დაფარული არაა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ მილების დაზიანების ფაქტი მისთვის უცნობია.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ადგილზე სასმელი წყლის დაზიანებული მილები დააფიქსირა. ეს დაზიანებები გზისა და გაზიფიცირების სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია.
ერთ-ერთმა მოსახლემ იცის, რომ წყლის სისტემების მოწესრიგებისთვის თანხა გამოიყო და შეიჭამა. ამ კომენტარის გამო მას თანასოფლელები დაუპირისპირდნენ და კონკრეტული გვარის დასახელება მოსთხოვეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ 2016 წლისთვის სასმელი წყლის ონკანი ყველას ეზოში იქნება, ამისთვის კი დაახლოებით 380 000 ლარია გამოყოფილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები