|
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებული ფხიანი თევზი, მხოლოდ, ზერტის საბავშვო ბაღის გამგემ პროტესტის ნიშნად არ მიიღო. ამის გამო, უკმაყოფილება განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ ვერ დამალა.
,,როგორც ჩანს, მანდ მზარეული არ უვარგათ" - გვითხრა აზალაძემ.
ჩვენს კითხვაზე, რატომ არ რიგდება საბავშვო ბაღებში დამუშავებული (უფხო) თევზი, არსენ აზალაძე გვპასუხობს, რომ ძვირი ჯდება.
,,სულ რაღაც 1 ლარი 50 თეთრის საკვებია გათვალისწინებული ბავშვებისთვის, დღეში. რა თანხასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გასწვდება, იმ პროდუქტის შეძენაა შესაძლებელია. ე.წ. სკრუმბრია იმიტომ რიგდება, რომ მას ნაკლები ცხიმი აქვს. ფხებს კი საბავშვო ბაღებში მომუშავე მზარეულები გამოაცლიან" - აცხადებს აზალაძე.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.







სტატიის გამოყენების პირობები