რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მრგვალი მაგიდა ოსური თემის როლის გააქტიურების, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე

 

 

შეხვედრაზე განიხილეს ოსური თემის მდგომარეობა საქართველოში, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მათი უფლებების დასაცავად, ასევე ოსური სამოქალაქო ორგანიზაციების გამოცდილება კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ორგანიზაციების წინაშე დგას. ოსური საზოგადოების სამშვიდობო პროცესში ჩართულობისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის აუცილებლობა.

 

„პრობლემები ძალიან ბევრია, დროა ხელისუფლებამ ინტენსიურად დაიწოს მუშაობა ოსური თემის განათლების, კულტურისა და თვითმყოფადობის  შენარჩუნების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ღონისძიების გახსნაზე. 

 

კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლების წინაშე არსებულ პრობლემებს სახალხო დამცველი ყოველწლიურად ასახავს თავის საპარლამენტო ანგარიშებში. ასევე, მომზადდა არაერთი სპეციალური ანგარიში, გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით. აქტიურად მიმდინარეობს საუბრები მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე და იგეგმება კვლევის ჩატარება რესტიტუციის თემაზე. 

 

შეხვედრაზე განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დაკავების, მათი უსაფრთხოების, პატიმრობისა და სხვა მწვავე საკითხები. ისაუბრეს ცხინვალის ციხეში სხვადასხვა ბრალდებით თავისუფლება აღკვეთილ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსთავის და ქსნის ციხეებში ათამდე ოსი პატიმარია, რომლებიც „გაცვლას“ ან ცხინვალში გადაყვანას ითხოვენ. 

 

სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლიდან აქტიურადაა ჩართული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაში. 2014 წლის იანვარში სახალხო დამცველის ინიციატივით შეიქმნა ოსური ფორუმი, რომელიც არის სახალხო დამცველის საკონსულტაციო ორგანო საქართველოში მცხოვრები ოსური თემის უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიებაც ოსურ ფორუმთან თანამშრომლობის შედეგია. 

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.