რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
მშენებლები ტრენინგზე - გორსა და გორის რაიონში 8 სკოლის რეაბილიტაცია იწყება

 

ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების, ,,ქართული სამშენებლო ჯგუფისა" და ,,ენერჯი ჯგუფის" წარმომადგენლებმა და მუშებმა ტრენინგი გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიარეს.

 

სპეციალურად დაქირავებულმა კონსულტანტებმა მშენებლებს, სამშენებლო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, ინფორმაცია მიაწოდეს. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 8 საჯარო სკოლაში მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება, სამშენებლო ნორმების შესაძლო დარღვევისა და ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების რისკი დიდია.

 

კომპანია ,,ქართული სამშენებლო ჯგუფის" ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თემურ გიგუაშვილსა და რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს ზურაბ ქარელს შეხვდა. მილენიუმის პროგრამაში გამარჯვებულმა კომპანიის ხელმძღვანელმა მასპინძლებს უთხრა, რომ ახალი სკოლები 8 ბალიან მიწისძვრას გაუძლებს.

 

,,რამდენი მშენებელიც მეყოლება, იმდენი მაკონტროლებელი მოჰყვება" - უთხრა კომპანიის წარმომადგენელმა კოტე თავზარაშვილს.

 

რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ ქარელის განცხადებით, მილენიუმის პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 17 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო, აქედან, 8 სკოლა გორსა და გორის რაიონში შეირჩა.

 

მაგალითად, 21 ოქტომბრიდან დაიწყო ტინისხიდის, ხიდისთავის, ტყვიავის, სკრის, ფხვენისისა და გორის მე-5 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ზერტისა და საქაშეთის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ახალი წლიდან დაიწყება.

 

კითხვა, რომელიც მასშტაბური რეაბილიტაციის პროგრამამ, ამ ეტაპზე, გააჩინა, არის ის, თუ რატომ დაიწყო რეაბილიტაცია სწავლის პროცესში? და სად ივლიან რეაბილიტაციას დაქვემდებარებული სკოლების მოსწავლეები?

 

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ტენდერის პროცედურები გაიწელა. თავდაპირველად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სამშენებლო კომპანიები, გაძლიერებული კონტროლის გამო, მონაწილეობას არ იღებდა.

 

რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, ხიდისთავის საჯარო სკოლა ე.წ. აზნეთის პროფესიული სასწავლის შენობაში გადავიდა; ტყვიავის სკოლის მოსწავლეები ტირძნისში ივლიან. სკრის მოსწავლეები გორის მე-11 სკოლაში (სადგურზე); ტინისხიდის სკოლის მოსწავლეები - გორის მე-7 სკოლაში; ფხვენისის მოსწავლეები ქვემო ხვითში.

 

რაც შეეხება გორის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ისინი პირველ და მეექვსე სკოლებში გადაიყვანეს. ყველა მათგანი მეორე ცვლაში ისწავლის. მოსწავლეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას,
რომ
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ
22:14 / 26.03.2026
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში,
მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
12:13 / 26.03.2026
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა
დაკარგა და გზის სავალი
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა დაკარგა და გზის სავალი
22:10 / 25.03.2026
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა
აჩვენა,
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა,
12:08 / 25.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.