რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გამგეობის ჩინოვნიკის ანსამბლი და კორსიკული კორუფცია

 

ფრანგული გუნდი, რომელიც ,,მაჩაბელას" გორის სოფლებში ახლავს, ,,მერიდიანსია". საქართველოში ვიზიტამდე გორის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე და გამგებლის მოადგილე გია წვერავა ბიუჯეტის ხარჯებით პარიზში იმყოფებოდნენ. პარიზში კონცერტი გამართეს. იქ მიღებული თანხით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლების ოჯახებს გადავცემთ, ამბობს აზალაძე.

 

მანამდე გორელი ჩინოვნიკები კორსკიკაში უნდა ჩასულიყვნენ გუნდთან ერთად. კორსიკის კულტურის დეპარტამენტის უფროსის დაპატიმრებამ, აზალაძისა და წვერავას ამ ვიზიტს ხელი შეუშალა.

 

აზალაძე ამბობს, რომ ამჟამად დაპატიმრებული მისი კორსიკელი კოლეგა, სწორედ, კორსიკულ და გორული ანსამბლებს შორის, მემორანდუმის გაფორმების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მართალია, ამ დაპატიმრებამ კორსიკაში ,,მაჩაბელას" ვიზიტი ჩაშალა, სამაგიეროდ,  გამგეობის ბიუჯეტიდან ,,მაჩაბელას" სასარგებლოდ, 35 ათასი ლარის გამოყოფამ ხელი არ შეუშალა  ,,მერიდიანსის" სტუმრობას.

 

რატომ დააფინანსა გამგეობამ ,,მაჩაბელა", რომელიც გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის არსენ აზალაძეს უკავშირდება? ეს გუნდი მანამდე ,,გორის" სახელით იყო ცნობილი. მის დაფინანსებაზე პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კულტურის სამსახურის უფროსად ამ გუნდის სოლისტი არსენ აზალაძე დაინიშნა.

 

სოსო ვანიშვილი: ,, გამგეობის ბიუჯეტმა 9 თვეში თანხები ვერ აითვისა, ინფრასტრუქტურული პროექტები ჩავარდა. მაგალითად, 2 მლნ 100 ათასი ლარი რეგიონალური განვითარების ფონდმა უკან წაიღო. ამ დროს ითხოვეს ანსამბლის დაფინანსება, რომლის წინააღმდეგ ათი დეპუტატი წავედით. თერთმეტმა მხარი დაუჭირა. ერთი ხმით გვაჯობეს“

 

სამსახურის უფროსის გართობისთვის თანხების გამოყოფას ხმა ეროვნული ფორუმის, ქართული პარტიის წარმომადგენლებმა და  დამოუკიდებელმა წევრებმა მისცეს. რესპუბლიკელებმა თავი შეიკავეს, ხოლო ქართული ოცნების წევრები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. 

 

სოსო ვანიშვილი: ,, ვინც მხარი დაუჭირა, ესენი არიან ერონული ფორუმის, ქართული პარტის და დამოკიდებელი კანდიდატები. მხარი ასევე არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა."

 

კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე ადასტურებს, რომ ანსამბლი ,,მაჩაბელა“ მისი გუნდია და ერთ დროს მათ გვერდით სხვადასხვა ღონისძიებებზე იდგა. გუნდის წევრებმა ,,მაჩაბელა“ მას შემდეგ დაირქვეს, რაც გორის მერიამ ,,ანსამბლი გორის“ დაფინანსებაზე უარი თქვა. გორელები მაჩაბლებლი გახდნენ.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.