რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კომუნისტები და სტალინელები გორში საბჭოთა ბელადის იუბილეს აღნიშნავენ
კომუნისტები და სტალინელები გორში საბჭოთა ბელადის იუბილეს აღნიშნავენ. სხვა წლებისგან განსხვავებით, საზეიმო ღონისძიებას 20-მდე ადამიანი ესწრება.

ორგანიზაციის წევრებმა, საბჭოთა მუსიკის ფონზე, სახლ-მუზეუმის ეზოში ჟურნალი ,,სტალინელები" დაარიგეს.

სამოქალაქო აქტივისტები გორში დიდი ხანია ითხოვენ ქუჩის სახელწოდების შეცვლას. ასევე, საბჭოთა ბელადის იუბილისა და გარდაცვალების თარიღების აღნიშნვნას.

მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წლისთავზე გორში, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ქუჩას სახელი სიმბოლურად გადაარქვეს და მას ქვეყნის ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი უწოდეს.

გარდა ამისა, ქუჩებში სხვა შინაარსის სტიკერებიც დატოვეს: სტიკერები სახელწოდებით: ,,კრემლი უნდა დაინგრეს. " თავისუფლების გამზირი", "არჩილ ტატუნაშვილის გამზირი", "ვაჟა ფშაველას გამზირი", "კირიონ მეორის გამზირი", "მარო მაყაშვილის გამზირი". მეცხრე სკოლის სიახლოვეს სტალინის გამზირს ვაჟა ფშაველას გამზირი უწოდეს.




შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში სტალინის ძეგლები შემორჩენილია. ყველაზე დიდი ზომის მონუმენტი სოფელ მეჯვრისხევის ცენტრში დგას.

სასოფლო კლუბის წინ მდგარ მონუმენტს ორი წლის წინ კოსმეტიკური სამუშაოებიც კი ჩაუტარეს. ამავე დროს, მეჯვრისხევიდან ახალუბნის გზაზე, საბჭოთა ბელადის გამოსახულებით ქვაც კი დადეს.



კიდევ ერთი ძეგლი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორის საგამოსახულება წარმოდგენილია სრული სახით, სოფელ კარბში, სკოლის ეზოშია.




საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 6 ორგანიზაცია არსებობს, რომელიც საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის სახელთანაა დაკავშირებით.

ორგანიზაციებს შორის არის ისეთიც, რომელიც სამეწარმეო საქმიანობითაა დაკავებული, მაგალითად, შპს სტალინის მეღვინე.

რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, ესენია:

- სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საქართველოს კავშირი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აქტიური

- ი.ბ.სტალინის ფენომენის შესწავლის, მემორიალების და ძეგლების აღდგენის ფონდი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აქტიური

- სტალინის ფენომენის შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აქტიური

- ი.ბ.სტალინის იდეურ მემკვიდრეთა კავშირი 2000 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აქტიური

- ი.სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალული რესტავრირებული სტამბა-მუზეუმი არასამეწარმეო (არაკომერციული)

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.