რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გამგეობას მლნ ლარამდე ჭარბი შემოსავალი აქვს

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შემოსავლების ნაწილში ჭარბი შემოსავალი აქვს. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიგა ბუგიანაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს განუცხადა.

ჩართული კამერის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ ემოცია ვერ დამალა და გაოცებულმა იკითხა: ,,ეს როგორ?"

გიგა ბუგიანაშვილმა კოტე თავზარაშვილს აუხსნა, რომ 2015 წლის დასაწყისში გამგეობამ ბიუჯეტი არასწორად დაგეგმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს წევრი თემურ აფხაზაშვილი, რომელიც 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო, დეტალურად ჩაუღრმავდება.

,,ასეთი მიდგომა, რომ ოჯახს 1000 ლარი ჰქონდეს შემოსავალი და 200 ლარი დაგეგმოს, მიუღებელია. მაგრამ საკითხი ძირეულ შესწავლას მოითხოვს. უნდა გაირკვევს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები" - განაცხადა თემურ აფხაზაშვილმა.

გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი მერაბ რაზმაძე ამბობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტი 2014 წლის ბოლოს დაიგეგმა.

,,მოგეხსენებათ, რომ გორის მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ, 2014 წლის 2 აგვისტოს მუნიციპალიტეტის გამგეობა შეიქმნა. იმ პერიოდში ძნელი იყო პროგნოზირება, თუ რა შემოსავალს მიიღებდა გამგეობა. ამჯერად, უკვე 2016 წლის ბიუჯეტი შესაბამისი პარამეტრებით დაიგეგმა და მერწმუნეთ, უფრო კარგი ბუჯეტი გვექნება" - გვითხრა ინტერვიუს დასრულების შემდეგ საფინანსო სამსახურის უფროსმა.

სამხარეო ადმინისტრაციის წარმომაგენელი გიგა ბუგიანაშვილი კი ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას 2015 წლის პირველ ექვს თვეში შეეძლო შეემჩნია ჭარბი შემოსავლების დინამიკა.

,,დაბალმა საპროგნოზო მაჩვენებელმა გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტის ხარჯებიც არასწორად დაიგეგმა. შესაბამისად, უფრო მეტი პროექტების განხორციელება შეიძლებოდა" - აცხადებს გიგა ბუგიანაშვილი.

ამჯერად, გამგეობამ კოტე თავზარაშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოსთხოვა. ჭარბი შემოსავლები სტიქიის დროს დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად მიიმართება. ასეთი დაზიანებული სახლები შესაკეთებელი სოფელ ქვახვრელშიც დარჩა, რომლის შესახებ რეპორტაჟს ცალკე შემოგთავაზებთ.

გამგეობამ კიდევ დამატებით რამდენიმე მილიონი ლარი ვერ აითვისა, რომელსაც ცენტრალური მთავრობდა ატენი, ხიდისთავისა და ქვახვრელის თემში მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად ჰპირდებოდა. ადგილობრივმა ინფრასტრუქტურის სამსახურმა სათანადო პროექტები 2015 წლის მარტიდან ვერ შეადგინა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.