რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მორიგი მკვლელობა 17 წლის შემდეგ – რა მოხდა 2004 წელს სოფელ ახალდაბაში
დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილი მოკლეს. შემთხვევა დაახლოებით 8 საათზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მას სანადირო თოფით, დამიზნებით ესროლეს. ვალერი ნაცვლიშვილის და ამბობს, რომ ეს იმ ბიჭების მამამ გააკეთა, რომლებმაც 2004 წელს ვალერის ძმა, გია ნაცვლიშვილი მოკლეს.

,,ჯერ ერთი ძმა მომიკლეს 2004 წელს, ახლა მეორე. ისინი სერიული მკვლელები არიან. ეს გააკეთა სურენა მაჭარაშვილმა. მაგისმა შვილებმა მომიკლეს ადრე ერთი ძმა" - აცხადებს გარდაცვლილის და.

რა მოხდა 2004 წელს?

2004 წლის 14 აგვისტოს სოფელ ახალდაბაში მოკლეს ვალერი ნაცვლიშვილის ძმა, - გია ნაცვლიშვილი. ფაქტთან დაკავშირების დააკავეს სამი ადამიანი, რომლებსაც დამამძიმებელ გარემოებაში სასტიკ მკვლელობაში დასდეს ბრალი.

შს სამინისტრო აცხადებდა, რომ გია ნაცვლიშვილი მოკლეს ძმებმა მაჭარაშვილებმა და მათმა თანასოფლელმა როსტომაშვილმა.

პროკურატურის მტკიცებით, 2004 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10 საათზე, ფერმებთან, გია ნაცვლიშვილს მიაყენეს ჭრილობა ზურგის არეში. რის გამოც მიწაზე დაეცა.. ამის შემდეგ, პროკურატურის განცხადებით, გია ნაცვლიშვილს მეორედ, ესროლეს. კერძოდ, - მარცხენა საფეთქელში. ეს კი სიკვდილის მიზეზი გახდა.

შიდა ქართლის პოლიციამ 3 ბრალდებული 2004 წლის 16 აგვისტოს დააკავა. დაკავებას საფუძვლად მოკლულის მამის ჩვენება დაედო. გარდაცვლილის მამა აცხადებდა, რომ ის იყო შვილის მკვლელობის მოწმე.

გარდაცვლილის მამის ჩვენების მიხედვით, 2004 წლის 14 აგვისტოს დილით ადრე გავიდა სამუშაოდ ფერმაში, რომელიც სოფელთან ახლოს ჰქონდათ. მოგვიანებით, მას შეუერთდა შვილი – გია ნაცვლიშვილი..

მკვლელობის დროს, დაახლოებით დილის 10 სთ-ზე, მამა, ვახტანგ ნაცვილიშვილი ფერმის შენობაში იყო შესული, ხოლო შვილი გარეთ მუშაობდა.



ფოტოზე: ვახტანგ ნაცვლიშვილი (ვალერი და გია ნაცვლიშვილების მამა)

ჩვენების მიხედვით, როგორც კი გაიგონა სროლის ხმა, მამა მივარდა ფანჯარას და დაინახა, რომ მისი შვილი ეგდო მიწაზე შენობიდან ორმოცი-ორმოცდახუთი მეტრის მანძილზე.

მამის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთ ბრალდებულს ეკავა იარაღი, რომელსაც მეორე და და მესამე პირი უყვიროდნენ, რომ კიდევ ესროლა ძირს დაცემული გია ნაცვლიშვილისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეორე გასროლის დროს, დაჭრილმა სასიკვდილო ჭრილობა საფეთქელთან მიიღო.

3 ბრალდებულიდან 1 გაამართლეს – 2006 წელი

დაკავებულთაგან ერთ-ერთი ბრალდებული როსტომაშვილი დავობდა, რომ გარდაცვლილის მამამ ისე მისცა ჩვენება, რომ არ იყო მკვლელობის მოწმე და მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამდა.

კერძოდ, მისი ადვოკატი დავის დროს უთითებდა, რომ მმა სროლის ხმაზე ფერმის სახლიდან გამოვიდა, მივარდა ძირს დაცემულ შვილს, რომლის სხეულიც კანკალებდა, შემდეგ გაიქცა სახლში, რომ მის დასახმარებლად მანქანა წამოეყვანა.

ზუსტად ამ მომენტში მასთან მოვიდნენ მეზობლები, რომლებმაც შეატყობინეს შვილის გარდაცვალების ამბავი.

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მამამ თავდაპირველად არ უთხრა მათ არც ის, რომ იგი იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე და თვითონ დაინახა თავისი შვილის მკვლელობა და არც ის, რომ იცოდა სროლის შესახებ.

მამამ მეზობლები ფერმის სახლში გარდაცვლილი შვილის სანახავად წაიყვანა და მაშინვე იქ დაიწყო მტკიცება, რომ ძმებმა მაჭარაშვილებმა და როსტომაშვილმა მოუკლეს შვილი, თუმცა არ უხსენებია, რომ ამ დანაშაულის თვითმხილველი იყო – აცხადებდნენ მოწმეები.

2006 წელს დაპატიმრებულ 3 პირიდან ერთი - პაატა როსტომაშვილი გაამართლეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს.  გორის პროკურორმა ია მეფარიშვილმა რამდენჯერმა გაასაჩივრა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა როსტომაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

მოგვიანებით, პაატა როსტომაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და 2018 წელს სახელმწიფოს კომპენსაციაც კი დაეკისრა.

რაც შეეხება დანარჩენ ძმებს, მათ 15-15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის ვადა 2019 წელს ამოიწურა. ძმებიდან ერთი ისევ პატიმარია, მეორე კი, - სოფელში ცხოვრობს.

ვინ ისროლა დღეს?

გარდაცვლილი ნაცვლიშვილების ოჯახის წევრი, და ამბობს, რომ ეს გააკეთა სურენა მაჭარაშვილმა, 2004 წლის მკვლელობაში ბრალდებულების მამამ.

როგორც ის აცხადებს,  2004 წლის მკვლელობის ფაქტის შემდეგ, მეზობლებს შორის, დავა არ შეწყვეტილა. მისი ინფორმაციით, საქმეში ვარიანის პოლიცია რამდენჯერმე ჩერთო და თითქოს მხარეები დააშოშმინა, თუმცა შურისძიება მაინც მოხდა. იგი თვლის, რომ რომ არა პოლიციის მაღალჩინოსნის, დიმიტრი ყიფიანის მფარველობა, საქმე შურისძიებამდე არ მივიდოდა:

,,რატომ დააჭერინე ბიჭებიო, ასეო, ისეო, სულ ამაზე იყო დავა. აჰა, არ მოისვენეს მაინც და მეორე ძმაც მომიკლეს" - აცხადებს გარდაცვლილი ნაცვლიშვილების და.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. 

რაც შეეხება სურენ მაჭარაშვილს, ის ამჟამად 75 წლისაა. 2004 წელს, როდესაც მისი შვილები დაიჭირეს, თვითონაც პატიმარი იყო. ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სურენ მაჭარაშვილმა ციხიდან 2006 წელს მისი მკვლელობა შეუკვეთა. რის გამოც, სასჯელის ზომა გაუზარდეს. ვახტანგ ნაცვლიშვილის განცხადებით, 2006 წელს მისი სახლი ააფეთქეს, რაშიც დაქირავებულმა პირმა 12 000 დოლარი მიიღო.



ფოტოზე: მკვლელობის ადგილი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.