რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ცხინვალში დაღუპულ პროკურორს ქართველი თანამშრომლები იხსენებენ
ცხინვალში დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი დაკრძალეს.

გივი ცოტნიაშვილი, საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს სპეციალისტია, გვიყვება, რომ 1985-86 წლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მერაბ ჩიგოევთან ერთად მუშაობდა.

„საპროკურორო კარიერა 1985 წელს დაიწყო. ჯერ საოლქო პროკურორი იყო, შემდეგ ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს. მერე უფრო მაღალ თანამდებობაზე აირჩიეს. 80-იან წლებში მასთან თბილისიდან მეგობრები ჩამოდიოდნენ. დადებითი პიროვნება იყო, კარგი დამოკიდებულება ჰქონდა თანამშრომლებთან“, - იხსენებს ცოტნიაშვილი, რომელიც ჯერ ცხინვალის რაიკომის პირველ მდივნად, შემდეგ მთავრობის მეთაურის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

„ახალგორში დაიბადა. მის ძმასაც ვიცნობ, ვაჟას, რამდენიმე წლის წინ შემხვდა, ახლა ვლადიკავკაზში ცხოვრობს. ცოლად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის იუსტიციის სამმართველოს უფროსის შვილი შეირთო, გვარად გაგლოევა.“

გივი ცოტნიაშვილი წუხს, რომ 1992 წლის შემდეგ მერაბ ჩიგოევთან ურთიერთობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მერაბ ჩიგოევი კარგად ახსოვს მარინა მეშვილდიშვილსაც, რომელიც სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის კულტურის სამმართველოში მუშაობდა, - „მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ინტელიგენციასთან. ქართული კარგად იცოდა. თათბირებზე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს”.

მერაბ ჩიგოევი 1998-2001 წლებში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას მეთაურობდა. 2011 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა კანდიდატურა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნა. დე-ფაქტო გენერალური პროკურატურა მან 2012 წლიდან ჩაიბარა.

მერაბ ჩიგოევი 9 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხინვალში გარდაიცვალა. ის დე-ფაქტო მთავრობის მეთაურის მოადგილის,ალა ჯიოევას შვილის ქორწილიდან ბრუნდებოდა.


ამავე თემაზე

 

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში გენპროკურორის დაღუპვას ეხმაურებიან

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს
15:00 / 15.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.