რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა
საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. სახელმწიფო დროშა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან 08:00 საათზე აღმართეს.

საქართველოს დროშის დღე ბათუმშიც აღინიშნა. ბათუმის საზღვაო აკადემიის და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გმირთა საფლავებთან შეიკრიბნენ და საქართველოს ჰიმნის თანხლებით საქართველოს დროშა აღმართეს.
„სახელმწიფო სიმბოლიკა და ასეთი დღეების აღნიშვნა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თამუნა სურმანიძემ.

კახეთში, 11:00 საათზე ლაგოდეხის გამგეობასთან, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს დროშა ჰიმნის ფონზე აღმართეს. საზეიმო ღონისძიებას ლაგოდეხში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კახეთში ღონისძიება ახმეტაშიც გაიმართა.
საქართველოს დროშის დღე ახალციხეშიც აღნიშნეს, ყაზბეგში და მარნეულში ახალგაზრდებმა დროშა იუსტიციის სახლებთან აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

სტუდენტებმა სახელმწიფო დროშები შინდისში, გმირთა მემორიალთან და ბოლნისში გამგეობის შენობასთანაც აღმართეს.
სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში 15:00 საათზე ჩამოვლენ და საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.

ახალგაზრდებს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება. სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით აღინიშნება.

ფოტო გადაღებულია სოფელ შინდისში

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას,
რომ
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ
22:14 / 26.03.2026
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში,
მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
12:13 / 26.03.2026
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა
დაკარგა და გზის სავალი
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა დაკარგა და გზის სავალი
22:10 / 25.03.2026
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა
აჩვენა,
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა,
12:08 / 25.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.