რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის გამგეობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა დატოვა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია Qartli.ge-ს განცხადების ავტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, სამსახურიდან იმიტომ წავიდა, რომ გამგებელმა მას საყვედური, უსამართლოდ, 2015 წლის 16 დეკემბერს გამოუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილმა გადაწყვეტილება 2016 წლის 16 იანვარს მიიღო. ეს უკვე მაშინ,როდესაც შიდაადმინისტრაციული დავა მის საწინააღმდეგოდ დასრულდა.

გუშინ კი, 24 იანვარს, გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა სასამართლოდან ნანა ტერმაკოზაშვილის საჩივრის ასლი ჩაიბარა.

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების აწ უკვე ყოფილმა უფროსმა სასამართლოში გამგებელს უჩივლა.

,,შესაგებლის შედგენის ვადა 10 დღე გვაქვს. ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რეზო გოგიაშვილმა.

გამგეობიდან წასვლის მიზეზად, ერთი თვის წინ, მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის მიერ გამოცხადებული საყვედური სახელდება.

ტერმაკოზაშვილი თვლის, რომ ონიაშვილმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იმ საკითხში, რომელშიც ნანა ტერმაკოზაშვილი დაადანაშულეს, მაღალი თანამდებობის 7 ადამიანი ფიგურირებს.

ესენია: გამგებელი დავით ონიაშვილი, მოადგილე - გია წვერავა, იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, პროფკავშირების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზემოთჩამოთვლილი პიროვნებები საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები იყვნენ, რომლის შეცდომაში შეყვანაც ნანა ტერმაკოზაშვილს ბრალდება.

საქმე იმაშია, რომ 2014 წლის დეკემბერს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე, გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრები წყენია გამგებელი გავიდა.

კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყენია გამგებლის თხოვნა დაკმაყოფილდეს.

თუ რა თხოვნა დააკმაყოფილა 7 კაციანმა კომისიამ, დღეს გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი ვერ იხსენებს.

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელ შინდისის ტერიტორიულ თემში უფროს სპეციალისტად წყენია გამგებელი დანიშნა.

წყენია გამგებელი მუშაობას 2014 წლის დეკებრიდან შეუდგა და შრომის ანაზღაურებას 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით იღებდა. 

2015 წლის ნოემბერში გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა აღმოაჩინა, რომ წყენია გამგებელს ,,უფროსი სპეციალისტის" თანამდებობა არ ეკუთვნოდა, რადგან გასაუბრებამდე მას ტესტირებაში არასაკმარისი ქულები ჰქონია.

რეზო გოგიაშვილი ამბობს, ვიღაცამ 7 კაციანი კომისია ,,დააბოლა" და გასაუბრებაზე წყენია გამგებლის კანდიდატურა შეაპარა.

,,საბუთების წესრიგში მოყვანა ნანა ტერმაკოზაშვილს ევალებოდა" - ამბობს იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი, თუმცა, ჩვენს კითხვაზე, რას აკეთებდა ამ დროს კომისიის 7 წევრი, რეზო გოგიაშვილს დასაბუთებული პასუხი არ აქვს.

რეზო გოგიაშვილის ლოგიკა ასეთია, რომ ვინაიდან საბუთების მოწესრიგება ნანა ტერმაკოზაშვილს ევალებოდა, მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხელმოსაწერად არ უნდა მოემზადებინა ისეთი ბრძანების პროექტი, სადაც უფროს სპეციალისტად წყენია გამგებლის დანიშვნაზე იქნებოდა საუბარი.

ნანა ტერმაკოზაშვილმა ბრძანების პროექტი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე შეადგინა. ამას თვით რეზო გოგიაშვილის გვიდასტურებს.

კომისიის სხდომის ოქმში კი წერია, რომ დაკმაყოფილდეს წყენია გამგებლის მოთხოვნა. წყენია გამგებელი კი 5 პოზიციაზე ითხოვდა დანიშვნას. ამ 5 პოზიციაში კი ,,უფროსი სპეციალისტის" თანამდებობა არ შედიოდა.

ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ კომისიის წევრებს გასაუბრებაზე წარდგენილი კანდიდატის ყველა დოკუმენტი ხელთ ჰქონდათ. დანიშვნის ბრძანების პროექტი კი საკონკურსო კომისიის წევრების გადაწყვეტილების ოქმის საფუძველზე მოამზადა.

,,კომისიას ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა წყენია გამგებლის კანდიდატურის შესახებ, მათ შორის, ქულათა რაოდენობის შესახებ" - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რეზო გოგიაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალებში წყენია გამგებლის განცხადება, უფროს-სპეციალისტად დანიშვნის შესახებ, არ იდო.

,,ეს არავინ შეამოწმა იმ 7 კაციდან?" - ვკითხეთ იურიდიული სამსახურის უფროსს. ისიც ვკითხეთ, კომისიის 7 წევრიდან არავინ იცოდა, რომ წყენია გამგებელს უფროსი სპეციალისთვის გათვალისწინებული ქულათა რაოდენობა არ ჰყოფნიდა? ასევე, დავინტერესდით, თუკი კომისიამ გადაწყვიტა, რომ დაკმაყოფილებულიყო წყენია გამგებლის მოთხოვნა, კომისიის 7 წევრიდან არავინ მოიკითხა განცხადება, თუ რას ითხოვდა წყენია გამგებელი კონკრეტულად?

ამ კითხვებზე პასუხს რეზო გოგიაშვილი შესაგებელ საჩივარში გასცემს.

რეზო გოგიაშვილი აცხადებს, რომ მართალია ნანა ტერმაკოზაშვილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოიქცა, თუმცა კომისია შეცდომაში შეიყვანაო.

,,მაშ, თქვენი აზრით ერთმა ადამიანმა 7 კაცი დააბოლა?" - ვკითხეთ რეზო გოგიაშვილს.

,,ეგრე გამოდის" - გვიპასუხა რეზო გოგიაშვილმა.

როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი, ამას შემდგომში ვნახავთ. ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ იმ სამსახურში არ იმუშავებს, სადაც უსამართლოდ საყვედურებს აცხადებენ და რეალური დამნაშავეები არ ისჯებიან.

,,ჩემს მიერ შეგროვებული დოკუმენტაცია მაგიდაზე კომისიას სრულად ედო. კომისია ვალდებული იყო ჯერ თვით ეს დოკუმენტაცია შეემოწმებინა. თუ ეს არ გააკეთეს, ეს ჩემი ბრალია? სიმართლე სასამართლოში გაირკვევა" - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

იხ. თემის გაგრძელება

გამგებლის ,,გაფრთხილება" უსაფუძვლო აღმოჩნდა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.