რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
წარმატებული და დაჯარიმებული მშენებლობები გორში
დაჯარიმების თანხამ 2015 წელს (2015 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით), სულ შეადგინა 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი.

გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემბით, დაჯარიმებულია 8 ობიექტის მეპატრონე, ხოლო ექსპლუატაციაშ მიღებულია 50-მდე ობიექტი.

მათ შორის, სავაჭრო ცენტრები, ავტოსამრეცხაოები, ინდივიდუალური სახლები და ა.შ.

საჯარიმო სანქციები შემდეგ ობიექტების მშენებლებს დაეკისრა

1. ქ. გორში სუხიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნებართვოდ ნაწარმოები საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობის გამო, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით.

2. ქ. გორში სუხიშვილის ქ. №63 -ში მდებარე შპს ,,გიომოტორსი“-ს მიერ აშენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების ცენტრისა და კომერციული ფართის შენობების (სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ გათვალისწინებული პირობის დარღვევის გამო, შპს ,,გიომოტორსი” დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. ქ. გორში ყიფიანის ქ. №16-ის მიმდებარედ აშენებული სავაჭრო ობიექტის (სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის) გამო, მენაშენე მერაბ მერაბიშვილი დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4. ქ. გორში ჭონქაძის ქუჩის №6-ში მდებარე მენაშენე ედიშერ უნაფქოშვილი  უნებართვოდ ნაწარმოები ავტოტექმომსახურებისა და სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის გამო, დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით.

5. ქ. გორში, მაჩაბლის ქ. №2-ში, ცხინვალის გზ. №3ა-ში მდებარე არსებულ სავაჭრო ობიექტზე მიშენებული დამატებითი ფართის (სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის) გამო, მენაშენე ვახტანგ ღოლიჯაშვილი დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

6. ქ. გორში ცხინვალის გზ. №9-ში მდებარე გოჩა გოგიტიშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ნაწარმოები კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობის გამო, გოჩა გოგიტიშვილი დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.



ასევე განყოფილების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაჯარიმდა:

შ.პ.ს ,,პისი მაქსი“ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. (გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება)

შ.პ.ს ,,პისი მაქსი“ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. (დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში.)

ასევე ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მიერ სამშენებლო სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო და შეწყდა მითითებული დარღვევების გამოსწორების გამო:

ქ. გორში ცხინვალის გზ. N8-ში მოქ. გიორგი კანდელაკის მიმართ.

ქ. გორში თამარ მეფის მე-5 კვ. კორპუსი N20-ში ვლადიმერ მამაცაშვილის მიმართ.

ქ. გორში ჭავჭავაძის N39-ში მალვინა მერაბიშვილის მიმართ.



მერიის ზედამხვედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მიერ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული შემდეგი ობიექტები:

ქ. გორში, რობაქიძის №41-ში მდებარე მოქ. თამაზ მაზმიშვილის (პირ. ნომ. 59001070218) საცხოვრებელი სახლი

ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის №14-ში მდებარე შპს ,,გორმედის“ მრავალფუნქციური შენობა

ქ. გორში, სუხიშვილის ქუჩის მიმდებარედ (საკ. კოდი 66.54.22.457) სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ აშენებული საბაშვო ბაღის შენობა.

ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის №12-ში მდებარე შპს ,,ველაჯიო დეველოპმენტი“-სა და შპს ,,რ და ნ კომპანი“-ის თანასაკუთრებაში არსებული მრავალფუნქციური შენობა

ქ. გორში, ტყვიავის ქუჩა №36-ში მდებარე ბიძინა ჯებისაშვილის რეკონსტრუირებული არსებული ინდ. საცხოვრებელი სახლი და კომერციული დანიშნულების ობიექტი

ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ მოქალაქე თეონა გამგებლის მიერ აშენებული სავაჭრო ობიექტი

ქ. გორში, გოგებაშვილის №66-ში მდებარე მოქ. მამუკა ნინიაშვილის რეკონსტრუირებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

ქ. გორში, სუხიშვილის ქუჩის №63-ში მდებარე შპს ,,გიომოტორსი”-ს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების ცენტრის და კომერციული ფართის შენობები

ქ. გორში, ტყვიავის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქე მარინა გოგიჩაშვილის მიერ აშენებული სავაჭრო ობიექტი

ქ. გორში, ყიფიანის ქ. №16-ის მიმდებარედ მოქალაქე მერაბ მერაბიშვილის მიერ აშენებული სავაჭრო დანიშნულების ობიექტი

ქ. გორში, ჭანტურიას ქ. №56-ში გერონტი მჭედლიშვილის არსებულ ერთ სართულიან ინდ. საცხ. სახლზე დაშენებული მეორე სართული

ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლების მიმდებარედ (სუხიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, პაპიტაშვილის ქუჩის გასწვრივ ცხინვალის გზატკეცილამდე) შპს ,,გაზ-იმპექსი“-ს არსებული გაზგასამართი სადგურის ბუნებრივი აირით გაზმომარაგებისათვის მშენებლობადამთავრებული საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენის ხაზობრივი ნაგებობა.

ქ. გორში, პაპიტაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის ქ. №2-მდე, გოგებაშვილის ქ. №2-ში მდებარე ავტოგასამართი კომპლექსის გაზმომარაგებისათვის მშენებლობადამთავრებული საშუალო წნევის გაზსადენის ხაზობრივი ნაგებობა.

ქ. გორში გოგებაშვილის №2-ში მდებარე შ.პ.ს.„ზაზა“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ბენზინგასამართი სადგურის რეკონსტრუირებული, ავტოგასამართ კომპლექსად გადაკეთებული ობიექტი.

ქ. გორში, ცხინვალის გზ. №2-ში მდებარე შპს ,,აგროქართლი”-ს საკუთრებაში არსებული მშენებლობადამთავრებული მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი.

ქ. გორში, სტალინის ქ. №20-ში მდებარე ზურაბ მწითურიძის საკუთრებაში არსებული მშენებლობადამთავრებული კაპიტალური ავტოფარეხი.

ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის გასწვრივ შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“-ს ავტოგაზგასამართი სადგურის გაზმომარაგებისათვის მშენებლობადამთავრებული საშუალო წნევის გაზსადენის ხაზობრივი ნაგებობა. მიღებული ქ. გორში ცხინვალის გზ. №8-ში მდებარე შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმ“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ბენზინგასამართი სადგურის რეკონსტრუირებული, ავტოგასამართ კომპლექსად გადაკეთებული ობიექტი.

ქ. გორში, ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარედ პაატა ბედიანაშვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობადამთავრებული ავტოსამრეცხაო ობიექტი.

ქ. გორში, სტალინის ქ. №9-ში მდებარე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბონაკო’’-ს საკუთრებაში არსებული ფართის რეკონსტრუირებული ფასადი.

ქ. გორში, ცხინვალის გზ. მიმდებარედ შპს ,,გორის კეთილმოწყობის სამსახური“-ს მიერ აშენებული კომერციული დანიშნულების ობიექტი

ქ. გორში, ცხინვალის გზ. №43-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, გურამ თოფჩიშვილის კუთვნილ ბინაზე მიშენებული დამატებითი ფართი.

ქ.გორში, მაჩაბლის ქ.№2; ცხინვალის გზ. №3ა-ში მდებარე ვახტანგ ღოლიჯაშვილის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტზე მიშენებული დამატებითი ფართი.

ქ. გორში, გურამიშვილის ქ. №1-ში მდებარე მშენებლობადამთავრებული სავაჭრო რიგის დარჩენილი ნაწილი. (1 დან 9 ღერძებამდე მონაკვეთში)

ქ. გორში, ი. ჯუღაშვილის ქ.№2-ში ნინო ოქროპირიძის მიერ აშენებული კომერციული დანიშნულების ობიექტის

ქ. გორში, პეტრიაშვილის ქ. №18ა-ში მდებარე ირმა ოზგებაშვილის საკუთრებაში არსებულ ინდ. საცხოვრებელ სახლზე მშენებლობადამთავრებული (მიშენებული) დამატებითი საცხოვრებელი ფართი.

ქ. გორში, სამეფოს ქ. №53-ში მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

ქ. გორში, რუხაძის ქ. №60-ში ნელი ფისუაშვილის საკუთრებაში არსებული რეკონსტრუირებული (მიშენება-დაშენება) ინდ. საცხ. სახლი.

ქ. გორში, რუხაძის ქ. №60-ში ნელი ფისუაშვილის საკუთრებაში არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე მიშენებული დამატებითი ფართი.

ქ. გორში, შინდისის გზ. მე-2 კილომეტრის მიმდებარედ გოჩა კოპალიანისა და გიორგი ნეკრესელაშვილის მიერ აშენებული საოფისე შენობა-ნაგებობისა და დამხმარე ნაგებობები.

ქ. გორში, გორგასლის ქ. №6ა-ში ზურაბ კასრაძის საკუთრებაში არსებული მშენებლობადამთავრებული დახურული ტიპის ავტოსადგომი.

ქ. გორში, აბრამაშვილის ქ. №55ა-ში მდებარე ილია კვაღინიძის ინდ. საცხოვრებელი სახლი.

ქ. გორში, სულხან-საბას ქ. №54-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, ლორანდი ლელუაშვილის კუთვნილ ნაწილზე მიშენებული დამატებითი საცხოვრებელი ფართი.

ქ. გორში, წერეთლის ჩიხი №43-ში (საკ.კოდი 66.45.18.195) მდებარე მირიან ცაბაძის ინდ. საცხოვრებელი სახლი.

ქ. გორში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე მდებარე ბეჟან ოქროშიაშვილის ინდ. საცხოვრებელი სახლი.

ქ. გორში, ჭონქაძის ქ. №6-ში მდებარე უკვე მშენებლობანაწარმოები ავტოტექმომსახურებისა და სავაჭრო დანიშნულების ობიექტი

ქ. გორში, სუხიშვილის ქ. №37-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, ქეთევან სოტაევის კუთვნილი რეკონსტრუირებული ნაწილი.

ქ. გორში, ცხინვალის გზ.№14-შიმდებარე შ.პ.ს ,,ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკის“ საკუთრებაში არსებულ შენობაზე მიშენებული დამატებითი ფართი.

ქ. გორში, ბაქოს ქ. №10-ში ) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულზე მდებარე მოქ. დარეჯან ხანიშვილის საკუთრებაში არსებულ ბინაზე მოწყობილი მანსარდი.

ქ. გორში, ტყვიავის ქუჩაზე დავით ყორანაშვილის მიერ მშენებლობანაწარმოები ავტომომსახურების ობიექტი.

ქ. გორში, ნინოშვილის ქ.№91 გია მანველიშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე მიშენებული დამატებითი ფართი.

ქ. გორში, აბრამაშვილის ქ.№82 თენგიზ პავლიაშვილის მიერ აშენებული ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლი.

ქ. გორში, ცხინვალის გზ.№14ა-ში მდებარე შ.პ.ს ,,გორმედი“-ს საკუთრებაში არსებულ ორ სართულიან შენობაზე დაშენებული მესამე სართული.

ქ. გორში, გორკის ქ.№175ბ-ში მდებარე მარიამ ძაბახიძისა და ლალი ველიჯანაშვილის საკუთრებაში არსებული კომერციული დანიშნულების ობიექტის რეკონსტრუირებული, მშენებლობადამთავრებული დამატებითი ფართი.

ქ. გორში, ტყვიავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზემდებარე ლუკა რაზმაძის სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

ასევე ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მიერ 2015 წელს, ქ. გორში, სხვადასხვა მისამართზე გაცემულია გზის გადათხრის 107 ნებართვა, რაზედაც ხორციელდება მკაცრი კონტროლი.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.