რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მოსკოვში მაღალჩინოსანი დააჭერინა, მუქარის გამო საქართველოში გამოიქცა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქე ზ.შ მოსკოვის პროკურატურას გადასცეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ 2021 წლის 30 სექტემბერს მიიღო.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რუსეთის მოქალაქემ საზღვარი 2019 წელს გადმოკვეთა და ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. რუსეთიდან მისი გაქცევა დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მან რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს ძალოვან სტრუქტურაში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაჭერაში დაეხმარა.

ადვოკატი სასამართლოს არწმუნებდა, რომ  ზ.შ-ს სიცოცხლე რუსეთის ფედერაციაში საფრთხის ქვეშაა. ამის მაგალითად, ადვოკატმა სასამართლოს აცნობა, რომ ზ.შ-ს მეუღლის მიმართ, რომელიც იმყოფება რუსეთში, უცნობი პირების მხრიდან დაწყო მუქარები როგორც პირადად, ისე სოციალური ქსელის მეშვეობით:

,,მან მიმართა ქ. მოსკოვის პოლიციას, თუმცა პოლიციამ არ მიიღო არანაირი ზომები და არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ პირებმა ასევე იციან ასევე იმის შესახებ, რომ მუქარის ფაქტზე მიმართა მოსკოვის პოლიციას, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მუქარის განმახორციელებელი პირები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან. მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო ასევე თვითონ ზ. შ-მაც, რის გამოც შესაბამისი რეაგირებისათვის განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციასაც, რაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.'' - განუცხადა საქართველოს სასამართლოს ძებნილი მოქალაქის ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, მუქარის ფაქტები უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ზ. შ. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაჭერაში, ხოლო ეს დაპატიმრებული პირი საკმაოდ გავლენიანია და ჰყავს ასევე გავლენიანი მფარველები, რომელთაც სურთ ზ. შ. შურისძიება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატის არგუმენტები და დააკმაყოფილა პროკურორ დემეტრე ჯინჯოლავას შუამდგომლობა ზ.შ-ს ექსტრადირების თაობაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.