რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
ტურბაზაში მცხოვრებ დევნილებს გაეროს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს
გორში, ტურბაზის ჩასახლებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გაეროს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანეს.

დევნილებს საჩუქრად საოჯახო ნივთების კომპლექტები (ლეიბები, საბნები, ქვაბები და სხვა) გადაეცათ.

ტურბაზის ჩასახლებაში უკვე 26 წელია 134 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 32 ხის კოტეჯებში, რომლებიც, სამხარაულის სახელობის ექსპერტoზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევადია.

საჩუქრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლის მოადგილემ ჰაი შელოუმ 2016 წლის 1 თებერვალს გადასცეს.

ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი ესწრებოდნენ.

დევნილებთან შეხვედრისას მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ნგრევად შენობებში მცხოვრები ოჯახები, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ კორპუსში ახალ ბინებს მიიღებენ. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი და კორპუსის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების დასრულებამდე, სამინისტრო ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ 4 ოჯახს, მათი თანხმობის საფუძველზე, ქირის თანხას უხდის. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო ქირის თანხით სხვა დევნილ ოჯახებსაც უზრუნველყოფს.

გაეროს მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების აქცია არ არის ერთჯერადი და ის დევნილთა სხვა ჩასახლებებშიც გაგრძელდება. შიდა ქართლის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება კიდევ 480 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.