რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ინპლანტები და რელაქსაციური მასაჟი ბიუჯეტის ხარჯზე - გორის მერიის თანამშრომლებისთვის
შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტს შორის, მხოლოდ, გორის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს საკუთარი თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი შემუშავებული. 2022 წელს დაზღვევის ხარჯი 80 000 ლარს მიაღწევს.

იმ სამედიცინო მომსახურების სახეებს შორის, რომლის ჩამონათვალს სტატიაში ნახავთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს წლის განმავლობაში შეუძლიათ ისეთი სტომატოლოგიური მომსახურება მიიღონ, როგორიცაა ინპლანტები; ასევე, პაკეტში შეტანილია ბალნეოლოგიური მომსახურება (რელაქსაციური მასაჟი).

რელაქსაციური მასაჟის ჩატარების შემთხვევაში მერია მხოლოდ მომსახურების 20-25%-ს ფარავს.

,,გორის მერიის თანამშრომელთა სიცოცხლის დაზღვევა’’ - ასე ჰქვია სადაზღვევო პაკეტს, რომლის შესახებ ხელშეკრულება კომპანია ,,პეესპესთან’’ ხელმოსაწერად მზადდება. ამჟამად, მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დაზუსტება.

უფრო კონკრეტულად სადაზღვევო პაკეტში შედის:

- სადღეღამისო 24 საათიანი სატელეფონო საინფორმაციო მომსახურება

- ოჯახის ექიმის მომსახურება

- პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება

- სასწრაფო სამედიცინო დახმარება

- ჰოსპიტალური/სტაციონალური მომსახურება (მათ შორის ქრონიკული დაავადებები, გადაუდებელი შემთხვევები და უბედური შემთხვევის დროს დამდგარი ჰოსპიტალური მომსახურება)

- ამბულატორული მომსახურება (მათ შორის ქრონიკული დაავადებები, გადაუდებელი ამბულატორია და უბედური შემთხვევის დროს დამდგარი ამბულატორიული მომსახურება).

- წამლების_მედიკამენტები ანაზღაურება (ქრონიკული დაავადებების ჩათვლით)

- სტომატოლოგიური მომსახურება

- ორსულობა/მშობიარობა

- სამოგზაურო დაზღვევა

- სიცოცხლის დაზღვევა (ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე)

სტომტოლოგია

დაზღვეულს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ მიიღოს ორთოპედული და ორთოდონტული მომსახურება 10- 30%-იანი ფასდაკლებით მზღვეველის მიერ მითითებულ კონკრეტულ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში;

გადაუდებელი სტომატოლოგია - მომსახურება ითვალისწინებს კბილის მწვავე ტკივილის მოხსნას, კბილის ექსტრაციას,დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფიას და გაუტკივარებას;

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში მიღების შემთხვევაში მზღვეველი ანაზღაურებს მომსახურების ხარჯებს, ხოლო არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას დაზღვეული იხდის შესაბამისი მომსახურების თანხას სრულად და სათანადო დოკუმენტაციის მზღვეველთან წარდგენის შემდეგ ანგარიშსწორებას დაზღვეულთან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ახორციელებს მზღვეველი.

შენიშვნა: სტომატოლოგიაში მომსახურების ანაზღაურებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია: ფორმა N100/დანიშნულება, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, მომსახურებამდე და მომსახურების შემდეგ გადაღებული დენტოგრამები.

გეგმიური_თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურება - ითვალისწინებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ლიცენზირებულ სტომატოლოგიურ დაწესებულებებში თავისუფალი არჩევანის პრინციპის დაცვით, სტომატოლოგის კონსულტაციის, დიაგნოსტიკის, ქირურგიული და თერაპიურლი მკურნალობის, კბილის დაბჟენის, მარტივი და გართულებული კარიესის მკურნალობის, ქვებისა და ნადებების მოცილების, გაწმენდის შემდგომ გაპრიალების, კბილის ამოღების, გეგმიურ ქირურგიულ მანიპულაციების, პარადონტოზისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობის, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფის, მედიკამენტების და ა.შ. ხარჯების ანაზღაურებას;

არაპროვაიდერ სტომატოლოგიური პროფილის კლინიკაში მომსახურების მიღებისას დაზღვეული თვითონ გადაიხდის შესაბამისი თანხას სრულად, ხოლო სათანადო დოკუმენტაციის (მომსახურების მიღების წინა და შემდგომი რენტგენი, ფორმა N 100/დანიშნულება, დეტალური კალკულაცია) მზღვეველთან წარდგენის შემდეგ აუნაზღაურდება თანხა განხილვის დასრულებისთანავე არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უნაღდო ანგარიშწორებისას.

პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში დაზღვეული იხდის მხოლოდ თანაგადახდის ლიმიტს ზემოთ არსებულ თანხას. მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება განხილვის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღეში დაზღვეულს უნდა ეცნობოს წერილობით, სადაც განემარტება უარის თქმის მიზეზი;

ორთოპედიული სტომატოლოგია - კონსულტაცია, დიაგნოსტიკური ღონისძიებები, პროთეზირება, მათ შორის მოსახსნელი მთლიანი და/ან ნაწილობრივი პროთეზი და მიკროპროთეზი, მეტალოკერამიკის, მეტალოპლასტმასის, პლასტმასის და ფოლადისა გვირგვინი, უმეტალო კერამიკა და ბიგელისებური პროთეზი (მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში არსებული ფასდაკლებით);

ორთოდონტიული სტომატოლოგია - კონსულტაცია, დიაგნოსტიკურ ღონისძიებები, მოსახსნელი ორთოდონტიული ფირფიტოვანი აპარატი, მოუხსნელი ორთოდონტიული აპარატი (ბრეის-სისტემა)(მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში არსებული ფასდაკლებით)

სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება

დაზღვეულმა ოჯახის ექიმთან (გეგმიური) ვიზიტი უნდა განახორციელოს შეტყობინების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა და რომელთა სამუშაო გრაფიკი უნდა მოიცავდეს ყველა სამუშაო დღეს 10:00 – 18:00 საათებში, ხოლო შაბათს 10.00-15.00 სთაათამდე.

სამედიცინო დაწესებულებას გორსა და თბილისში უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი ოჯახის ექიმი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მოემსახურებიან დაზღვეულებს;

გორში კომპანიას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 პროვაიდერი კლინიკა (გარდა სტომატოლოგიური პროფილის კლინიკებისა), რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა პროფილის მომსახურებას არანკლებ 1 სამშობიარო კლინიკა, პედიატრული კლინიკა, მასაჟის კაბინეტი, არანაკლებ ერთი კლინიკა უნდა მოიცავდეს მაღალტექნოლოგიურ კვლევებს_ექოსკოპიური კვლევა, ლაბორატოპრიული კვლევა:

თბილისში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 მრავალპროფილური პროვაიდერი კლინიკა (გარდა სტომატოლოგიური პროფილის კლინიკების).

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.