რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული ყველი ევროპულ ბაზარზე

წყარო: speqtri.ge

65 წლის ომარ ჯალალოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში ცხოვრობს. მას 400-მდე სული ცხვარი ჰყავს. ყველს მთაში ამზადებს და იორმუღანლოს ბაზარზე 12-15 ლარად ყიდის.

მისი თქმით, თუკი ევროპის ბაზარი გაიხსნება, შემოსავალიც გაიზრდება. სურვილი დიდია, თუმცა ამისათვის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, ინფორმაცია არ აქვთ. ყველს ისევე ამზადებენ, როგორც მათი წინაპრები.

ომარ ჯალალოვის მსგავსად, ცხვრის ყველს აიდამირ გაჯიევიც ყიდის. ცხვარი მასაც მთაში ჰყავს და გაზაფხულობით იქ ოჯახთან ერთად მიდის. „კარგი იქნება, თუ ჩვენი პროდუქტი საზღვარგარეთ გავა, აქ მაღალი ფასი არ აქვს და არაფერი გვრჩება. მთავრობამ უნდა გვითხრას, რა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ, აბა, ჩვენ რა ვიცით?!“

ქართული ყველის ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად, მხოლოდ სურვილი არ კმარა.

"ასოცირების ხელშეკრულების" ფარგლებში პროდუქტი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

სპეციალისტების შეფასებით, ქართულ ყველს საექსპორტო ბაზარზე გასვლის რეალური პოტენციალი აქვს.

"ასოცირების ხელშეკრულების"თანახმად, მეწარმეები უნდა აკმაყოფილებდნენ კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობას (HACCP). ანუ, თუ მიკრობიოლოგიური შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ პროდუქტი დაბინძურებულია, მეწარმეს იმ დონეზე უნდა ჰქონდეს დანერგილი HACCP-ი სტანდარტი, რომ ამოიღოს მაღაზიიდან პროდუქცია, რომელიც შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს.

ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნაა, პირუტყვი ჯანმრთელი იყოს. 2020 წლისთვის ჩვენ, ალბათ, დავაკაყოფილებთ ამ სტანდარტს, მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება 500 მილიონიან ბაზარზე გავიდეს ქართული ყველი.“- აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მხარეს მოთხოვნებს ადგილობრივ ბაზარზეც უწესებს, სადაც ამ დროისთვის ყველის უვნებლობას აკრედიტებული ლაბორატორიები ამოწმებს. „მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პირუტყვი, რომლის რძისგან დამზადებული პროდუქტიც შეიძინა, ჯანმრთელია. ერთ-ერთი გამოწვევა მომხმარებლის მოთხოვნაა, რაც მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენას გულისხმობს. აგრარულ ბაზარზე ჯერ არ ხდება წარმოებული პროდუქციის შემოწმება, რაც შეეხება მარკეტებსა და სუპერმარკეტებს, იქ გამოწვევები არ გვაქვს.“ - ამბობს ნინო ზამბახიძე.

„ასოცირების ხელშეკრულების“ მიხედვით, 2017 წლიდან ფერმერები აგრარულ ბაზარზე შეუმოწმებელ ყველს ვეღარ გაყიდიან. უვნებლობის დადგენა მათ ლაბორატორიებში შეეძლებათ.

ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, მათ შორის ყველსა და რძის სხვა ნაწარმზე, ევროკავშირის მოთხოვნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მათ შორისაა ცხოველების, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, ელექტრონული ბაზის შექმნა და ცხოველთა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა.

ამ კუთხით, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვება საქართველომ 2012 წელს დაიწყო. აღნიშნულ თემაზე ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსი ზვიად ასლანიშვილი გვესაუბრა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა და აღნიშნულმა პროცესმა კამპანიის სახე 2012 წელს მიიღო. 2012-2014 წლებში მილიონ 300 000-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია მოხდა საყურე ნიშნით. ეს ნიშანი პირუტყვს ორივე ყურზე უმაგრდება. გასულ წელს დაახლოებით 400 000-მდე მსვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია განხორციელდა."

2015 წელს მთავრობამ წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციის პროექტი დაამტკიცა. საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე სამ რეგიონში დავიწყეთ, ესენია: სამცხე-ჯავახეთი, თბილისის შემოგარენი სოფლები და შიდა ქართლი. სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთშიც, სამუშაოები მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. იდენტიფიკაციის თანმდევი პროცესია რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. გასულ წელსვე ევროპული დონის რეგისტრაციის პროგრამა შევიმუშავეთ. 2015 წლის დეკემბერში მონაცემთა ბაზაში 500 000 საქონელი დაფიქსირდა (როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა). ბაზაში შედის შემდეგი მონაცემები: პირუტყვის ჯიში, ასაკი, წარმომავლობა, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია გადაადგილების შესახებ, მეპატრონის მონაცემები, მიწის მუდმივი, თუ დროებითი სადგომი. “

რაც შეეხება გადამდები დაავადებების პროფილაქტიკას, ზვიად ასლანიშვილის თქმით, მათი სამსახური ცხოველთა ვაქცინაციას ეტაპობრივად ახორციელებს. „უფასო აცრები ყოველწლიურად ტარდება თურქულზე, ჯილეხზე, მაღალი რისკის ზონაში - ყვავილზეც. დავიწყეთ ბრუცელოზთან ბრძოლის ხუთწლიანი პროგრამა. ვაქცინაციას ჯანმრთელ ცხოველებსაც ვუტარებთ, რათა არ მოხდეს მათი დაავადება. ვეტერინარული სამსახური ახდენს იმუნური ფონის შენარჩუნებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ცხოველის ინდივიდუალური მიკვლევადობა არის დაავადების გაკონტროლების ამოსავალი წერტილი, რათა გავთვალოთ რისკები.

მაგალითად, ბრუცელოზის დასადგენად, სადგომზე შეიძლება ათი პირუტყვიდან ავიღოთ სისხლის ნიმუში. შესაძლოა, აქედან, ერთი ან ორი იყოს დაავადებული. უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ როდესაც დაავადებული ცხოველის დაკვლას დავაპირებთ, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ანუ ზუსტად გავიგოთ, რომელი ძროხაა დაავადებული. ეს მიმართულია იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ სურსათის უვნებლობის მთელი ჯაჭვი - წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.“

სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ქართული მხარე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, მათ შორის ყველს, ევროპაში 2020 წლამდე ვერ გაიტანს. მანამდე კი ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდეს და ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.