რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
პატრულის თანამშრომელი ცემეს
40 წლამდე ასაკის მამაკაცს, პატრულის თანამშრომლის ცემის გამო, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამის თაობაზე სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

დაზარალებულად პატრულ-ინსპექტორი მალხაზ ბირთველიშვილი ცნეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო, ხოლო პატრულის ეკიპაჟის წევრებთან შელაპარაკება მაშინ მოუვიდა, როდესაც ბორკილებდადებულ სხვა პიროვნებას პატრულის მანქანის კარები გაუღო და მისი გათავისუფლება სცადა.
საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 14 ოქტომბერს პატრულის თანამშრომლებმა მალხაზ ბირთველიშვილმა და გიგა ცერცვაძემ, სტალინის ქუჩაზე, სხვა ორი ახალგაზრდა ნასვამი მამაკაცი შენიშნეს.

ეკიპაჟის წევრებმა ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით დააკავეს.

,,ერთ-ერთ მათგანს მე დავადე ბორკილები და მანქანაში ჩავსვი. ჩვენი მანქანა ისეთია, რომ დაკავებულს რომ მოვათავსებთ, კარი ავტომატურად იკეტება. კარები, მხოლოდ, გარედან იღება. ამის იმედით ერთ-ერთი დაკავებული მანქანაში დავტოვე, კარი დავხურე და მალხაზ ბირთველიშვილის დასახმარებლად წავედი, რადგან ის მეორე პიროვნების დაკავებას ცდილობდა. ვიფიქრე, დავხმარებოდი“ - იხსენებს გიგა ცერცვაძე.

პატრულის ეკიპაჟის წევრებს, ცოტა ხნის შემდეგ, მანქანასთან სიურპრიზი დახვდათ.

,,როდესაც მეორე პიროვნება მანქანასთან მივიყვანეთ, დავინახეთ, რომ ჩვენი მანქანის კარი ღია იყო, ხოლო დაკავებული მანქანაში აღარ იყო.“ - განაცხადა გიგა ცერცვაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე.

მიმოიხედეს და ბორკილდადებული პიროვნება ერთ-ერთ მოქალაქესთან, 40 წლამდე ასაკის მამაკაცთან იდგა.

,,ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დაკავებული მანქანიდან გადმოიყვანა და შემდეგ ჩემ მეწყვილეს, მალხაზ ბირთველიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ - გაიხედა პატრულის თანამშრომელმა ბრალდებულის სკამზე მჯდომისკენ.

მოწმედ დაკითხული პოლიციელი ყვება, რომ მალხაზ ბირთველიშვილმა სიტუაციის გარკვევა სცადა.

,,მე ორივე დაკავებული მანქანაში ჩავსვი, ხოლო ბირთველიშვილმა სიტუაციის გარკვევა სცადა. უცხო პიროვნებას ჰკითხა, დაკავებულს კარი მან გაუღო თუ არა. ამ დროს უცხო პიროვნებამ ბირთველიშვილს ლაპარაკი უხეშად დაუწყო და შეურაცხყოფა მიაყენა. მახომ მასაც დაკავება დაუპირა, რის პასუხადაც უცხო პიროვნებამ ბირთველიშვილს თავი სახეში დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. ამის შემდეგ ჩვენ დამატებითი ინსპექტორები გამოვიძახეთ დასახმარებლად.“ - ყვება გიგა ცერცვაძე.

პიროვნება, რომელსაც მალხაზ ბირთველიშვილის ცემა ედება ბრალად, სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე ელოდება, ხოლო დანარჩენი ორი ახალგაზრდა, დიდი ხანია, ადმინისტრაციული სახდელის შემდეგ, გათავისუფლებულები არიან.

ბრალდებულის უფლებებს ადვოკატი გია ამაშუკელი იცავს.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდართან დაკავშირებით სასამართლოზე ჯერჯერობით არ საუბრობს და დუმილის უფლებას იყენებს“ - ამბობს ადვოკატი გია ამაშუკელი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.