რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,გამყოფი ხაზი" ქვემო ჭალასა და საკორინთლოს შორის
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების, საკორინთლოსა და ახაშენამდე მისასვლელი გზის მოასფალტება ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ამოიღეს.

ამის გამო ქვემო ჭალის ტერიტორიული თემის წარმომადგენელმა ნუგზარ საჩალელმა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგეობის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა.

საჩალელს სხვა სოფლების წარმომადგენლებმაც აუბეს მხარი, ოღონდ საკუთარი სოფლების სასარგებლოდ. განსაკუთრებით გომის ტერიტორიულ თემში მცხოვრებთა არჩეული ალექსანდრე ბიძინაშვილი აქტიურობდა.

ბიძინაშვილს ვერ წარმოუდგენია ის ფაქტი, რომ რეგიონალური განვითარების პროექტების ნუსხიდან ქვემო გომის გზა ამოიღეს და წინარეხის გზა ჩასვეს. წინარეხის გზა ქვათახევის სამონასტრო კომპლექს უკავშირდა.

სხვადასხვა სოფლების წარმომადგენლების უკმაყოფილებას ის გარემოება იწვევს, რომ ზემოხსენებული ფონდიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი ქალაქ კასპის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იხარჯება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსხვერპლით დასრულდა შავშვებთან დღეს დილით მომხდარი ავარია.
დაიღუპა ერთი ადამიანი.
მსხვერპლით დასრულდა შავშვებთან დღეს დილით მომხდარი ავარია. დაიღუპა ერთი ადამიანი.
09:54 / 22.06.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შალვა და კოტე
ერისთავების სახლის აღდგენა იგეგმება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შალვა და კოტე ერისთავების სახლის აღდგენა იგეგმება.
15:52 / 21.06.2026
კასპის გადმოსახედზე სკვერი მოეწყობა.
კასპის გადმოსახედზე სკვერი მოეწყობა.
15:16 / 21.06.2026
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის
ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის
ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
13:40 / 21.06.2026
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი
წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
22:33 / 20.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.