რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დაიწყო კამპანია კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად
ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. ისინი ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციების, ვირუსებისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თუმცა, ამ ტიპის მედიკამენტებზე წლების მანძილზე მიმდინარე დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მათი მიღება არც თუ უსაფრთხოა.

ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა და კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი, მათ უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ მოვლენას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას უწოდებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა 2019 წ. მსოფლიოში 1.27 მლნ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა და იგი თანამედროვე ჯანდაცვის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადაა მიჩნეული. მეტი ინფორმაციისათვის იხ. .

ამიტომაც, რეკომენდებულია ანტიმიკრობული პრეპარატები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნოს, როცა სხვა საშუალებებით პაციენტის განკურნება ვერ ხერხდება, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი რისკები ემუქრება. აქ დოზირებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს ძლიერმოქმედი და შედარებით სუსტი ანტიმიკრობული ნივთიერებები.

რა კავშირი აქვს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს კვერცხთან?

ანტიმიკრობული პრეპარატები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვისაც კი გამოიყენება. ამ ნივთიერებებით გაჯერებული ქათმის დადებული კვერცხი, ძროხის რძე თუ ხორცი ასევე შეიცავს ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენებს. ასეთი სურსათის მოხმარების შედეგად კი ამ ნივთიერებებს უკვე ადამიანიც იღებს.

ამიტომაც, ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება მესაქონლეობაშიც მკაცრადაა შეზღუდული. კანონმდებლობითაა დადგენილი სხვადასხვა ნივთიერების მაქსიმალური ოდენობები, რომლებსაც ესა თუ ის სურსათი შეიძლება შეიცავდეს. ზოგიერთი ნივთირება კი საერთოდ აკრძალულია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს დასტურდება სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყების სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ წარმოებული კვლევებით. მაგალითად 2017 წელს აკრძალული ანტიმიკრობული საშუალებები აღმოჩნდა გამოკვლეული ცოცხალი ცხოველების (320 ცხოველი) 100%-ში!

სეს-ის ინფორმაციით, ბოლო წლების მანძილზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სურსათის ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებზე შემოწმების 2020-2021 წლების შედეგები კონტროლის წლიურ ანგარიშებში სრულად არ ყოფილა გამოქვეყნებული. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად ზუსტი იყო 2019 წლის ანგარიში.

ნებისმიერ შემთხვევაში, მართალია, სეს მეცხოველეობის ფერმებსა და სურსათს ამოწმებს, მაგრამ კონტროლის მასშტაბი არ არის საკმარისი. მაგალითად, 2021-2022 წლებში სეს-მა ვეტპრეპარატების ნარჩენებზე ისეთი მასობრივად მოხმარებადი პროდუქტის, როგორიცაა კვერცხი, მხოლოდ 20 ნიმუში შეამოწმა. მათ შორის, ძალიან მცირე იყო დიდი ფერმების პროდუქცია, რომელსაც მოსახლეობა ფართოდ მოიხმარს. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით.

მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობის შესახებ იმ სურსათში, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით და ზოგადად, პრობლემის მასშტაბების შესახებ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებასა და მეწარმეებს საკითხის მოგვარება მოვთხოვოთ.

ამიტომაც ვიწყებთ თანხების შეგროვებას მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმებისათვის. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.

ბევრმა მოქალაქემ, რომელიც ჩვენს საქმიანობას თვალს ადევნებს, იცის, რომ ჩვენ პროდუქციის კვლევას ძირითადად უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ვახორციელებდით. თუმცა, მოქალაქეთა შემოწირულობების მეშვეობითაც ჩავატარეთ რამდენიმე კვლევა, ვინაიდან ამ ტიპის საქმიანობისათვის დონორების დაფინანსება შეზღუდულია. ამჯერადაც მოქალაქეებისაგან ვაგროვებთ კვლევისათვის გამიზნულ სახსრებს. ინიციატივის წარსამართად საჭირო ადმინისტრაციული და საკომუნიკაციო ხარჯები კი დონორების მხარდაჭერით დაიფარება.

პროდუქციის უვნებლობა პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენი და ჩვენი ახლობლების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ უცხოური ქველმოქმედებისა და სახელმწიფოს იმედად ვერ ვიქნებით. სანამ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, შეძლებისდაგვარად არ ვიაქტიურებთ და, მათ შორის, შეძლებისდაგვარად არ გავიღებთ თუნდაც მცირე თანხას, მავნე პროდუქციისაგან საკმარისად დაცულები ვერ ვიქნებით. ამაზე მიუთითებს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, სადაც პროდუქციის უვნებლობის ეფექტიანი სახელმწიფო სისტემების მოქმედების მიუხედავად, სამოქალაქო ინიციატივები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

შეგროვებული თანხით შევიძენთ და შევამოწმებთ საქართველოს მაღაზიებში გაყიდულ, ძირითადად, დიდი ფერმების პროდუქციას. ზოგადი სურათის სანახავად საკმარისი იქნება სულ მცირე 15 ნიმუშის 3 ნივთიერებაზე შემოწმება, რისთვისაც ჯამში 6 000 ლარამდეა საჭირო.

თითო ნიმუშის თითო პარამეტრზე კვლევა 120 ლარამდე ღირს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მოქალაქეთა შემოწირულობებით უკვე შეგროვებული გვაქვს დაახლოებით 1200 ლარი. ასე რომ, ამ კამპანიის ფარგლებში, დამატებით 5000 ლარამდე თანხის შეგროვება გვჭირდება.

შემოწირული თანხების დეტალურ ანგარიშგებას, ლაბორატორიული კვლევის შედეგებსა და სხვა სიახლეებს ჩვენს საიტზე და ფეისბუქის გვერდზე გამოვაქვეყნებთ.

კამპანიის მსვლელობისას იგეგმება, ასევე, შეხვედრები რეგიონებში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ ორგანიზატორებისაგან მიიღონ პასუხები. საიტი და ფეისბუქის გვერდი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება კითხვების დასმა.

კამპანიის წარმატების შემთხვევაში:

მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას შემოწმებული სურსათის უვნებლობის შესახებ, რაც მათ დაეხმარება, უკეთ დაიცვან თავი მავნე სურსათისაგან.

მავნე პროდუქტების შესახებ შეტყობინებები გაეგზავნება შესაბამის მეწარმეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც ჩვენი და კამპანიის მონაწილე ყველა მოქალაქის სახელით მოვთხოვთ სათანადო ზომების მიღებას, რათა პრობლემა სიღრმისეულად აღმოიფხვრას.

მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენს მომავალ ინიციატივებში, სურსათისა თუ სხვა პროდუქციის უვნებლობის შესამოწმებლად.

შემოწირულობის გაღება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, ბმულზე https://www.momxmarebeli.ge/me/sponsor,

ან თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეტანით:

თი-ბი-სი ბანკი: GE53TB7606836020100005

საქართველოს ბანკი: GE65BG0000000161129735.

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.


გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: შემოწირულობა პროდუქციის კვლევისათვის.

შემომწირველთა სახელები და მათ მიერ გაღებული თანხები საიტზე გამოქვეყნდება. თუკი კონფიდენციალურობის შენარჩუნება გსურთ, საბანკო ბარათის მეშვეობით ჩარიცხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ სახელი არ დაწეროთ, ხოლო საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვის დროს, დანიშნულების ველში მიუთითოთ „კონფიდენციალური“.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.