რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
წერილი რედაქტორს - საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარის გამოხმაურება
მიუხედავათ ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემისა უნდა გითხრათ, რომ ის ინტერვიუ რაც ჩემთან ჩაწერეთ, დიამეტრალურად განსხვავდება, ქართლი.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიისაგან, ხოლო ინტერვიუს დაჭრილს ვერ დავარქმევთ, იქ ფაქტიურად არაფერი არ არის ნათქვამი მთავარზე.


მთავარი კი ის არის ,რომ არაფერ შუაშია გარე ვაჭრობა, რაზედაც თქვენ ასე გულმოდგინეთ აპელირებთ, (არ მინდა ვიფიქრო,რომ თქვენნაირი სამართლიანი ჟურნალისტი, ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცა. სხვათა შორის მე ინტერვიუს დროს კითხვაც დაგისვით, რას ემსახურებოდა ეს ინტერვიუ) საქმე ხომ სულ სხვანაირად იყო და ეს თქვენც იცით.

1. ყველა ის საკითხი, რაც ბიუროზე იყო გატანილი, ჯერ კიდევ იანვრის თვეში იყო ინიცირებული და შეთანხმებული გამგებელთან, რათა მომხდარიყო ერთობლივად ყველა საკითხის განხილვა. საკითხები განხილულ იქნა კომისიებში და შესაბამისად, იმ საკითხებში სადაც საჭირო იყო მათგან მონაცემების მოწოდება,მიეცათ დავალებები შესაბამის სამსახურებს. (აქ ძირითადად იმსაკითხებზე,რომელიც ეხებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და პარკირების საკითხებს)

2. ის საკითხები რომელიც არ საჭიროებდა გარკვეულ მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას, პირდაპირ გადაეცა გამგეობის იურიდიულ სამსახურს, ეს იყო საკითხი გარე ვაჭრობის შესახებ და საკითხი ხელფასების დარეგულირების შესახებ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არც ერთ საკითხზე, ჩვენ არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია, რამეთუ ყველა დადგენილება, (ჩამოგითვლით თავიდან, რომ არ დაივიწყოთ)

1.საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ.
2.ხელფასების რეგულირების შესახებ.
3. გარე ვაჭრობის რგულირების შესახებ (და არა აკრძალვის შესახებ, როგორც თქვენ მიუთითებთ)

მიღებულია საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში (იხილეთ საკანომდებლო,,მაცნე“) და შიდა ქართლის ყველა რაიონში, გორში, ხაშურში და ქარელში. მაშინ კასპში რაღა ხდება? 

როგორც თქვენ აღნიშნავთ, „ვიცე თავმჯდომარე ლობირებს“ სირცხვილია ჩემო საბა თორემ ყველაფერზე შეიძლება წერა, და დაჭრილი ინტერვიუების აწყობა.

სიმართლე კი ასეთია, ყველა იმ საკითხიდან, რაც ბიურზე იყო გატანილი, გუბერნიამ ამოიღო, სამი საკითხი.

1.საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ.
2.ხელფასების რეგულირების შესახებ.
3.გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აქ გუბერნია ფარად არის გამოყენებული, ისევ გამგებლის მიერ, თორემ გუბერნატორი საქმის კურსში არ იყო, თუ აღნიშნული დადგენილებები, ხაშურში ან ქარელში დამტკიცებული იყო, შესაბამისი საკრებულოების მიერ.
როგორც იტყვიან კომენტარიც ზედმეტია.

ჩემო საბა ამიტომ ჩემი თხოვნაა, ნუ იქნები დაუდასტურებელ ფაქტებში სხვების აზრების გამხმოვანებელი, თქვენ ნიჭიერი ჟურნალისტი ბრძანდებით და ჭორებzე ინტერვიუს ნუ ააწყობთ.

გამგებელი რომ კასპელებზე აკეთებს აქცენტს, კასპელებს ვფიქრობ არ ეკადრებათ, და არც აინტერესებთ, მიწიდან პროდუქტის ყიდვა და საერთოდ ამ საკითხის პოლიტიზირება.

P.S.ვფიქრობ ასეთი ფორმით კონტაქტის გაგრძელება (რა თქა უნდა თუ სიმართლე გაწყობს) იქნება ის ტესტი (ორივესათვის, როგორც თქვენთვის ასევე ჩემთვის) რომელიც სიმართლეს მოემსახურება. მე მოგწერ ნებისმიერ საკითხზე სიმართლეს, თქვენ კი თუ რამეს ამოჭრით და კონტექსტიდან ამოაგდებთ, ჩემთან ორიგინალი იქნება შენახული.

გნებავთ პირდაპირ გამოაქვეყნეთ, აღნიშნული წერილი, ყოველგვარი კომენტარის გარეშე.

თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ, ვფიქრობ ამ სტილში არავისთან არ მუშაობთ, მე პირველი ვიქნები.

პატივისცემით, ილია ზაქარიაძე.

რედაქციისგან:
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქცია ინტერვიუს სრულ ჩანაწერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გადასცემს, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ატვირთონ. ინტერვიუ ილია ზაქარიაძესთან ორჯერ ჩაიწერა, პირველად, იმის შესახებ, თუ რატომ უშვებენ იურიდიულ შეცდომებს საკრებულოს ადმინისტრაციაში, ხოლო, მას შემდეგ რაც რედაქციისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი საკითხი გარევაჭრობის აკრძალვას (მათ შორის, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე) ეხებოდა, ჟურნალისტმა გადაწყვიტა გაერკვია, ხომ არ შედიოდა ვინმეს ინტერესში ეს თემა? მით უმეტეს, ამის შესახებ ღიად საუბარი თვით მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაიწყო, საკრებულოს დეპუტატები კი, რატომღაც დუმდნენ.

იხ. ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატია:

რა საკითხი მოპარეს ვიცე-თავმჯდომარეს - ბიზნესინტერესები კასპში


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.