რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის საკრებულოს ხელმძღვანელად ოქრუაშვილის თანაგუნდელი აირჩიეს
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარედ ილია მეტრეველი აირჩიეს.

ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ ფარული კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ გახდა ცნობილი.

ილია მეტრეველი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაარსებული ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელია.

მეტრეველი 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო.

ყოფილი საქსტანდარტის გორის ფილიალის ხელმძღვანელი ილია მეტრეველი 2007 წელს, ოქრუაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დაშორების შემდეგ, ოქრუაშვილის გუნდში აღმოჩნდა.

,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი თამარ თედლიაშვილი ილია მეტრეველის არჩევას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს კოალიცია ,,ქართულ ოცნებასა" და ,,ქართულ პარტიას" შორის გარიგებას.

საქმე იმაშია, რომ 2016 წლის 4 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე 8 წევრმა გადააყენა.

ამ რვიანში ,,თავისუფალი დემოკრატები" და ,,ქართული პარტია" იყო გაერთიანებული.

საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების იმპიჩმენტების შემდეგ თავმჯდომარის კანდიდატურაზე ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრები ვერ შეთანხმდნენ.

კოალიციური რვიანის ერთობა დროებითი აღმოჩნდა.

თამარ თედლიაშვილს ეჭვი აქვს, რომ ილია მეტრეველმა ხმები ,,ქართული ოცნებიდან" მიიღო.

კერძოდ, ,,ქართულ პარტიას" 4 წევრი ჰყავს.

,,თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერად 3 წევრი მოიაზრება. შემდგომი 8 დეპუტატიდან ორი - ლეობორისტული პარტიისა და ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენელია. დანარჩენი კი ,,ქართული ოცნებას" წარმოადგენს.

საკრებულოში სულ 15 წევრია, ილია მეტრეველს ხმა 10-მა დეპუტატმა მისცა.

ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას უყრიან კენჭს. წარდგენილია ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.