რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა
2023 წლის 10-14 ივლისს „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის "დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება" ფარგლებში 4 დღიანი ტრენინგ კურსი გაიმართა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და პროექტში შექმნილი მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის, დაბა ურეკში.

ტრენინგ-კურსის თემები:

1. „გუნდური მუშაობა, ინიციატივის წარდგენა და პასუხისმგებლობის გადანაწილება“;
2. „შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის გაცნობა .

ტრენინგის პირველ და მეორე დღეს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

• გუნდის მუშაობის ეფექტურობის ფაქტორები, გუნდური მუშაობის გამოწვევები;
• გუნდის მუშაობის პროცესი და შინაარსი;
• ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების სირთულეები; რთული, ფასეულობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება;
• გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმების შემუშავება;
• კონსენსუსის მიღწევის სირთულეები;
• გადაწყვეტილების მიღების მეთოდები.
ტრენინგს უძღვებოდნენ ორგანიზაცია „პარტნიორობა საქართველოს“ ტრენერები.

ტრენინგის მე-3 და მე-4 დღეს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

• ცვლილებები შშმ პირთა პრობლემების გააზრებაში;
• გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენცია;
• შშმ პირთა უფლებები საქართველოს კანონმდებლობაში;
• შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავება ადგილობრივ დონეზე;
• ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შშმ პირთა პოლიტიკის შედარებითი ანალიზი;
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამები და გამოწვევები;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამები და გამოწვევები.

ტრენინგს „შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის გაცნობა უძღვება პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი.

• პროექტი „დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“ მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.

• პროექტის მიზანია: ხელი შეეწყოს ადგილობრივ მუნიციპალურ პოლიტიკას, რათა გაუმჯობესდეს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და დაცვა.
• პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია : გორი, ხაშური, ახალციხე. 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.