რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,დილამ'' დემჩენკოს 10 000 დოლარის ოდენობის ხელფასი შესთავაზა, რათა უარი ეთქვა ,,დინამო ბათუმის'' მწვრთნელობაზე
გორის ,,დილას'' ადმინისტრაციის განცხადებით, მწვრთნელს ანდრეი დემჩენკოს ხელფასის სახით 10 000 დოლარი შესთავაზა იმისათვის, რომ კლუბში დარჩენილიყო.

თუმცა ამ შეთავაზება დემჩენკომ უარი განაცხადა და ის ახლა ბათუმის ,,დინამოს'' მწვრთნელია.

როგორც ,,დილას'' ხელმძღვანელობის განცხადებაშია აღნიშნული, ხელფასის გაზრდა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც დემჩენკომ ბათუმში გადასვლა გადაწყვიტა:

,,მოგეხსენებათ, რომ ანდრიი დემჩენკო გორის ,,დილას" აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა.'' - აღნიშნულია ,,დილას'' განცხადებაში.

კლუბისთვის სამწუხარო აღმოჩნდა დემჩენკოს გადაწყვეტილება:

,,სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად ანდრეი დემეჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.'' - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ანდრეი დემჩენკოს განცხადება - 25 აგვისტო:

,,დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ჩემთვის დიდი გამოწვევაა, მთავარი ფაქტორი რასაც ამ ნაბიჯის გადადგმის დროს ჩავეჭიდე და გარკვეულწილად ჩემი მოტივაცია განსაზღვრა იყო კონტრაქტში არსებული პირობა იმის შესახებ, რომ დინამო ბათუმი ჩემპიონობის და პირველი პოზიციის გარდა არ განიხილავს არც ერთ სხვა ადგილს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში და სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება, ამიტომ არის ეს სამუშაო ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და მინდა გავამართლო იმ ადამიანების იმედები ვინც არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ენერგიით და ძალ-ღონით აღსავსე შევუდგები ჩემი მოვალეობების შესრულებას, მინდა დავამტკიცო, რომ ეს პოსტი დავიმსახურე და აქ შემთხვევით არავის მოვუყვანივარ.

რაც შეეხება გორის დილადან ჩემი წამოსვლის საკითხს, იმ ადამიანების გასაგონად ვინც გარკვეული ბრალდებები წამოყენა ჩემს მიმართ მსურს განვმარტო, რომ მაშინ როცა გორის დილასთან კონტრაქტი მიმთავრდებოდა და უცხოეთიდან კარგი შემოთავაზება მქონდა კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში დარჩენა მთხოვა და კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი რომლის მიხედვითაც ევროტურნირების ჩამთავრების შემდეგ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩემი თავის გამოსყიდვა შემეძლო, ამას გორის დილას ხელმძღვანელობაც დაგიდასტურებთ.

დინამო ბათუმი საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეული გუნდია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის ფლაგმანადაც იქცა, მე მინდა გავამყარო ეს პოზიციები და გუნდის წარმატებები გავამრავლო. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს წელს 100 წელი უსრულდება კარგად ვხვდები და ვაცნობიერებ თუ რა საპასუხისმებლო საქმე მელის წინ.

გია გეგუჩაძემ ამ გუნდში 6 წელი გაატარა და დიდი სამუშაო გასწია. აქ თავმოყრილნი არიან კარგი და კვალიფიციური ფეხბურთელები, მადლობა ჩემს წინამორბედს ასეთი გუნდის შეკრებისთვის, მე ჩემის მხრივ დარწმუნებული ვარ ჩემს ძალებში და 100 პროცენტით მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა. მინდა ავღნიშნო. რომ ამ ეტაპზე რადიკალურ ცვლილებს არ ვგეგმავ, რაღაცის დაშლა ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე შენება, ამიტომ არსებულზე დავაშენებთ და მხოლოდ მცირე კორექტირებებს შევიტანთ.''

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.