რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ოქრუაშვილის რჩევა - ახალი ბაზარი ლომჭაბუკთან
ისტორიული ძეგლის ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს, ირაკლი ოქრუაშვილს აგრარული ბაზრის მოწყობა სურს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს 21 მარტის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ოქრუაშვილის ინიციატივა ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა წარადგინა.

პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 მაისამდე ლომჭაბუკის ტერიტორიაზე აგრარული ბაზრის ორგანიზება და აგრარული ბაზრის მოსაწყობად მიწისზედა საფარის და შესაბამისი დახლების მოწყობა მერიამ უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, მერიამ ვაჭრობისთვის საჭირო ტარიფები უნდა დაადგინოს.

ამ ინიციატივას ბიუროს სხდომაზევე შეხვდა წინააღმდეგობა. საკითხი დღის წესრიგში მაინც ჩასვეს, რადგან ამას რეგლამენტი ითხოვდა. თუმცა ინიციატივის დამტკიცება-არდამტკიცებას საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების ხმები ჭირდება.

მრჩეველ ოქრუაშვილის პროექტში წერია, რომ პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან; პროექტის მიღება დამატებით შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ასევე, პროექტის მიღება მცირედ ხარჯვებს გამოიწვევს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

გარდა ბიუროს რამდენიმე წევრისა, (ლეიბორისტი და ნინო-ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო) საკითხს ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" და ,,ნაციონალებიდან" ეწინააღმდეგებიან. ჯამში 5 დეპუტატი.

ჯერ-ჯერობით ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების პოზიცია უცნობია.

რატომ ახალი ბაზარი 21-ე საუკუნის გვერდით?

არსებობს მოსაზრება გორის მერიაში, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბაზრის გაკეთება შპს ,,21-ე საუკუნის" გვერდით სურს.

ამ უკანასკნელის მეპატრონეებს შორის ზურაბ წკრიალაშვილი ფიგურირებს, რომელიც 2014 წლის ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში ოქრუაშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული.

ეს ის პერიოდია, როდესაც გორის მერობისთვის კენჭს ოქრუაშვილის თანაგუნდელი კახა ერგემლიძე იყრიდა. მაშინ ზურაბ წკრიალაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების" სახელით მოქმედ კანდიდატს ზურაბ ჯირკველიშვილს უჭერდა მხარს.

,,ოღონდ ოქრუაშვილმა და მისმა გუნდმა არ გაიმარჯვოს" - დაახლოებით ასეთი იყო ზურაბ წკრიალაშვილისა და სხვა ადგილობრივი ბიზნესმენების პოზიცია.

მართლაც, 2014 წლის ივნისში ოქრუაშვილის გუნდი მერის არჩევნებში დამარცხდა. ამაში დიდი წვლილი იმ ბიზნესმენებს მიუძღვით, რომლებსაც 2004-2005 წლებში ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს ქონება ჩამოართვეს ან თანხები ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაახდევინეს.

ამ ბიზნესმენების ხელშეწყობით ოქრუაშვილი, 10 წლის შემდეგ, 2014 წელს არჩევნებში დამარცხდა.

მაგრამ ოქრუაშვილმა შპს ,,21-ე საუკუნეს" და მის მეწილეებს თავსატეხი 2015 წელს მაინც გაუჩინა. კერძოდ:

2015 წლის ბოლოს მერიამ შპს ,,21-ე საუკუნის" მეპატრონეებს არ დაუკანონა ის ახალი ტერიტორია, რომელიც მათ ,,21-ე საუკუნის" გვერდით ლიახვის პირზე დაიკავეს და თავიანთი ბაზარი ყოფილ სანაგვე ტერიტორიაზე გააფართოვეს. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ახალი დაკავებული ფართობები დაკანონებული არ იყო.

21-ე საუკუნის გაფართოება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2015 წლის ზახულში გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი მოვაჭრეებისგან გაასუფთავეს.
მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში, წმინდაწყალზე გადავიდა, ნაწილმა კი, ადგილები შპს ,,21-ე საუკუნეში" დაიქირავა. დაქირავებულ ადგილებს შორის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები მოჰყვა.

2015 წლის შემოდგომაზე შემოსავლების სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამო სისხლის სამართლის გამოძიება შპს 21-ე საუკუნის მიმართ დაიწყო. ამის მიზეზი სწორედ იმ ახალ მიწებზე წარმოებული ვაჭრობა გახდა, რომელზეც ძველი ბაზრის მოვაჭრეები შეიყვანეს.

გამოძიებამ შპს 21-ე საუკუნეს რამდენიმე ათასი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა, თუმცა გამოძიება ჯერ დასრულებული არაა.

შპს ,,21-ე საუკუნის" წარმომადგენელი ნუგზარ აწკარუნაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ მან გორის მერიას ახალი ფართობების დაკანონების მოთხოვნით, რამდენჯერმე მიმართა, თუმცა გორის მერიამ არ დაუკანონა, ხოლო მოგვიანებით საკრებულოსთან შეთანხმებით გამოაცხადა, რომ მიწები უნდა გაცემული არა პირდაპირი წესით, არამედ აუქციონის წესით.

სწორედ, ამ დროს გახდა ცნობილი, რომ შესაძლოა აუქციონზე მონაწილეობა ოქრუაშვილის გუნდის წევრებმა მიიღონ.

ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად მიაწოდა.

,,მაგ ბაზრის, 21-ე საუკუნის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ლიახვის პირზე მიწის ფართობს ოქრუაშვილი აუქციონზე შეიძენს, დაუმეზობლდება წკრიალაშვილს და ბიზნეს ჩაუგდებს" - გვითხრა ამ მაღალჩინოსანმა 2015 წლის შემოდგომაზე. ჯერ-ჯერობით, ჩვენთვის ამჟამად უცნობია, როგორ მიმდიარეობს აუქციონის მოსამზადებელი სამუშაოები.

ამასობაში 2016 წლის მარტში ოქრუაშვილმა, ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის სტატუსით, ადგილობრივ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ეთერში გააჟღერა, რომ ბაზრის გაკეთება ლომჭაბუკის ტერიტორიაზე სურს, ოღონდ, სახელმწიფოს სახელით.

იმ შემთხვევაში, თუ ლომჭაბუკის ტერიტორიაზე ახალი ბაზარი გაჩნდება, ხოლო 21-ე საუკუნის გვერდით მიწას ოქრუაშვილი აუქციონზე იყიდის, მაშინ შპს ,,21-ე საუკუნე" და მისი ბაზარი სხვა ორი ბაზრის შუაში მოექცევა. რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, ზურაბ წკრიალაშვილის და დანარჩენი ბიზნესმენების ბიზნესის ჩაგდების ტოლფასია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.