რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
გაიჩაანთუბანში მიწების დანაწილება დაიწყო - პირველი შემძენი პარლამენტარი გენო პეტრიაშვილია
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, პარლამენტარი გენო პეტრიაშვილი ქონების შეძენითაა დაინტერესებული.

2024 წლის 5 დეკემბერს, 16:33 სთ-ზე მან საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით, სააგარაკე მიწის შეძენასთან დაკავშირებით.

11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში (ტანის ხეობა, ბოშურის თემი) 400 კვ.მ ფართობის მიწა იყიდა.

ტერიტორია ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტს შორის მდებარეობს.

საჯარო რეესტრის მიხედვით, გენო პეტრიაშვილმა მიწა შეიძინა კობა ჯოლბორდისგან, რომელიც ჯამში ფლობს 41 475 კვ.მ ფართობს. იგი 2024 წლის ივლისიდან აგვისტომდე კომპანია ,,ჩგკ9''-ს ფლობდა, რომელთანაც გორის მერიას, პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ხელშკრულებები აქვს გაფორმებული სოფლის პროგრამების პროექტებზე, ძირითადად, სასაფლაოების შემოღობვა, მათ შორის, ტანის ხეობაში მდებარე სოფლებში.

მიწის გასხვისების ისტორია

ეს ფართობი სახელმწიფომ 2013 წელს გაყიდა ჯერ მეზობელ სოფელ ბოშურში მცხოვრებ ალექსანდრე ხუციშვილზე, რომელმაც 2016 წელს მიჰყიდა ავთანდილ ჩხეიძეს.

2021 წელს კი ავთანდილ ჩხეიძემ მიყიდა კობა ჯოლბორდს. 2024 წლის ნოემბერს კი, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კობა ჯოლბორდმა დაიწყო ამ ფართობის დანაწილება.

დანაწილებული მიწის ერთ-ერთი პირველი შემძენი, პარლამენტარი, ,,ქართული ოცნების'' ათეულის წევრი გენო პეტრიაშვილი აღმოჩნდა.

მეთხუთმეტე დღეა, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს მის წევრობაზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.