რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ოქრუაშვილის ინიციატივა - დატოვონ რაიონის ბავშვებმა ქალაქის ბაღები
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ქალაქის ბაღებიდან რაიონის ტერიტორიაზე რეგისტირებული აღსაზრდელების გარიცხვას უახლოეს ხანებში აპირებს.

ამის შესახებ ილია მეტრეველს მისმა მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა ურჩია.

განმარტებითი ბარათი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხელთ ჩაუვარდა, საკითხის ინიციატორად სწორედ,, ოქრუაშვილი სახელდება.

,,ეს ინიციატივა მთლად ოქრუაშვილს არ ეკუთვნის“ - გვითხრა გორის საკრებულოს წევრმა დავით რაზმაძე, რომელიც გასული წლის პერიოდს იხსენებს, როდესაც მერის მოადგილედ ნუკრი ჯოხაძე მუშაობდა.

,,ნუკრი ჯოხაძემ დეტალურად შეისწავლა ეს საკითხი. გაირკვა, რომ ქალაქის ბაღებში რაიონის ტერიტორიიდან საკმაოდ ბევრი ბავშვი დადის.“ - ამბობს დავით რაზმაძე.

გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა იმ პერიოდში ერთი ხელის მოსმით ქალაქის ბაღებიდან რაიონში რეგისტრირებული ბავშვების გარიცხვა ვერ გაბედია. მისი სურვილი იყო, რომ ამ ბავშვების შენახვის ხარჯები რაიონის გამგეობას გაეღო, თუმცა რაიონის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ამ ინიციატივაზე უარი შეუთვალა.

ამჯერად კი, ქალაქის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ მოამზადა განკარგულების პროექტი, რომელიც 1 აპრილის სხდომაზე დასამტკიცებლად შეიტანენ. პროექტის დამტკიცების შემდეგ საბავშვო ბაღების დირექტორები გაფრთხილებას 16 აპრილამდე მიიღებენ.

საკრებულოს განათლების კომისიამ პროექტი მოიწონა. ამ კომისიაში 7 წევრია და როგორც საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიკა ზაქარაშვილი ამბობს, კომისიაზე წინააღმდეგი არავინ წასულა.

„პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხების გამოთავისუფლება. კერძოდ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები დაფინანსებას იღებენ თითოეული ბავშვის მიხედვით, მათ შორის არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახის ბავშვები, რომელთა დაფინანსების ვალდებულება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. „ წერია განმარტებით ბარათში.

ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროექტით ქალაქის ბიუჯეტს 415 000 ლარი დაეზოგება, რაც შესაძლებელია, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ წარიმართოს.

რაიონის ბავშვები კი, რომლებიც სკოლამდელ აღზრდას ქალაქის საბავშვო ბაღებში იღებენ, დაფინანსებას 1 სექტემბრამდე მიიღებენ. შემდეგ კი მათი დაფინანსება მშობლების იურიდიული მისამართის მიხედვით მოხდება.

2015 წლის მონაცემებით, გორის საბავშვო ბაღებში რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 456 ბავშვი ირიცხება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2015 წელს ქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბავშვების დაფინანსების თანხის გამოყოფის თაობაზე, წერილობი მიმართა.

ზურაბ ჯირკველიშვილი დავით ონიაშვილს 700 000 ლარს სთხოვდა, თუმცა მუნიციპალიტეტმა მერიის თხოვნა არ გაითვალისწინა.

რაც შეეხება ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხათა
კომისიას , ოქრუაშვილის ინიციატივა მისმა შემდეგმა წევრებმა მოიწონეს: ვანო ჩხიკვაძე, (ქართული ოცნება) რამაზ იოსელიანი, (ქართული პარტია), ზაზა მეზვრიშვილი (ლეიბორისტული პარტია), გია ამბოკაძე, (ქართული პარტია).

მარიკა ზაქარაშვილის თქმით, პროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ ჰქონიათ. კომისიას არ ესწრებოდნენ მინდია გოდერძიშვილი, (ნაციონალური მოძრაობა), მერაბ მაისურაძე (ქართული ოცნება) და სოსო ფალელაშვილი , რადგან ფალელაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

პროექტი 2016 წლის 21 მარტს დარეგისტრირდა და დეპუტატები კენჭს 1 აპრილს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე უყრიან.

იხ. ამავე თემაზე:

 



ჯირკველიშვილი ონიაშვილს 700 000 ლარს სთხოვს


საბავშვო ბაღების ,,სქემა" - რატომ დატოვეს 250 ბავშვი გარეთ?

,,ბლატები" უნდა მორჩეს საბავშვო ბაღებში


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.