კავთისხევი-ნიჩბისის გზის აღსადგენად ტექნიკა გაგზავნეს მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი მილაძემ ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეოში ირაკლი მილაძე ხსნიდა, რომ კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები სამუშაოების დაწყებას არ აპირებდნენ.
ირაკლი მილაძის თქმით, ის დაუკავშირდა როგორც მცხეთის, ასევე კასპის მუნიციპალიტეტებს, სადაც განუცხადეს, რომ გზის დაზიანებული მონაკვეთი მათ მუნიციპალიტეტებში არ შედიოდა, შესაბამისად, ვერც მუშაობას დაიწყებდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყო აღდგენის სამუშაოები. გზა 2023 წელს დაიგო და მასზე 3.4 მლნ ლარი დაიხარჯა. რამდენიმე თვის წინ კი ჩაინგრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები