რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
მე-13 უშტატო თანამშრომელი გორის საკრებულოში
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი საკრებულოს თავმჯდომარეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და ილია მეტრეველისგან ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ თამარ თედლიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ირკვევა, საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ილია მეტრეველი ხელშეკრულებას იმაზე მეტ თანამშრომელს უფორმებს, ვიდრე ეს დადგენილი წესია.

თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს 13-ზე მეტი უშტატო თანამშრომელი ჰყავდეს. მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი კი, მისი ინფორმაციით, რიგით მე-14 თანამშრომელია, რომელსაც ხელფასი 1000 ლარი დაენიშნა.

თედლიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს დოკუმენტების რიგითობის შეცვლა და, შესაძლოა, ოქრუაშვილი რიგით მე-13 უშტატო თანამშრომლად გააფორმონ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლისა მე-2 პუნქტის თანახმად „მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის, მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა რაოდენობის 10%.-ს"

ამ დროისთვის თანამშრომლების რაოდენობა 125-ია, ხოლო მისი 10 პროცენტი შეადგენს - 12,5 -ს.

„ხელშეკრულების საფუძველზე ილია მეტრეველს 15 თანამშრომელი ჰყავს, რაც კანონთან შეუსაბამოა. მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ 2016 წლის 18 მარტს მრჩევლად აიყვანა" - ამბობს თედლიაშვილი.

თამარ თედლიაშვილის განცხადებით, მეტრეველი საკუთარი პარტიის წევრებს ასაქმებს და ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.

„25 მარტს მეტრეველმა ნიკოლოზ ბურდული გაათავისუფლა, რომელიც საკრებულოში ხელშეკრულებით 2016 წლის 4 იანვრიდან იყო გაფორმებული. ბურდული მძღოლის თანამდებობაზე მუშაობდა. ილია მეტრეველმა ის საკრებულოს ხარჯების დაზოგვის მიზნით გაათავისუფლა. მისი გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში კი „ქართული პარტიის" წევრები დაასაქმება დაიწყო" - გვეუბნება თედლიაშვილი.

კერძოდ, 18 მარტს ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ შტატგარეშე მოსამსახურედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიწვია. ხელშეკრულება, რომელიც ოქრუაშვილს დაუდეს, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

„ქართული პარტიის „ ლიდერის ხელფასი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე 1000 ლარით განისაზღვრა.

17 მარტს ილია მეტრეველმა თავისივე თანაშემწედ ,,ქართული პარტიის" წევრი კახა ერგემლიძე დანიშნა, ხოლო 5 აპრილს ასევე კიდევ ერთი წევრთან, ამავე პარტიიდან, რამაზ შარიქაძესთან გააფორმა შრომითი ხელშეკრულება, საკრებულოს სხდომების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.

17 მარტს ილია მეტრეველმა ხელშეკრულება გაუფორმა გიორგი აფციაურს და ის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიაში სამუშაოდ მიიწვია. მისი ყოველთვიური გასამრჯელო 800 ლარით განისაზღვრა.

ყოველივე ამის შემდეგ 6 აპრილს, მერიამ საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და შეახსენა, რომ ხელშეკრულებით მას მხოლოდ 13 ადამიანის აყვანის უფლება აქვს და, რომ ის კანონს არღვევს.

„დღეს მეორე წერილსაც მივწერ მეტრეველს, მან 5 აპრილს კიდევ ერთი თანამშრომელი აიყვანა ხელშეკრულებით, რაც კანონით აკრძალულია“- გვეუბნება ზურაბ ჯირკველიშვილი.

მთავარი ადრესატი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. ილია მეტრეველი საკრებულოში არ იმყოფებოდა სატელეფონო ზარებს კი არ პასუხობს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში
ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
00:05 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.