რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის მერია უფუნქციო ჯიხურის ქირის გადახდას ითხოვს
ავტობუსების მოსაცდელებში განთავსებული ჯიხურები უკვე მესამე წელია აღარ ფუნქციონირებს.

მიუხედავად ამისა, გორში მცხოვრებ მზია ოქრუაშვილს გორის მერია ქირის თანხას, ზედ გადასახდელ საურავებით, სთხოვს.

მოთხოვნილი თანხის რაოდენობა 1000 ლარს აღემატება.

მზია ოქრუაშვილი ჯიხურს 2013 წლის დასაწყისში იყენებდა, მხოლოდ, რამდენიმე თვით ისარგებლა და მერიას უკან დაუბრუნა.

ამჟამად წვრილმანი საქონლით გორის ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობს.

მან საიჯარო ქირის შეწყვეტი მოთხოვნით 2013 წლის დასაწყისში მაშინდელ გამგეობას (გამგებელი პაპუნა კობერიძე) მიმართა.

როგორც გაირკვა, მაშინდელმა გამგეობამ, რომლის იურისტი რევაზ გოგიაშვილი ამჟამადაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს, საიჯარო ქირა არ გაუუქმა.

რეზო გოგიაშვილის თქმით, საიჯარო ქირა იმ შემთხვევაში გაუქმდებოდა, თუკი ძველი მეიჯარე სანაცვლოდ ახალ კლიენტს მიიყვანდა.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე ათეულ ადამიანს შეემთხვა, რომლებმაც გორის მუნიციპალიტეტის ქონება იქირავეს, თუმცა მალევე უკან ისე დააუბრუნეს, რომ შემცვლელი არ წარადგინეს.

დაზარალებულთა შორის, ფეხბურთის ფედერაციის შიდა ქართლის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომელმაც იმ იმედით, რომ საიჯარო ქირა ავტომატურად შეწყდებოდა, ორი წლის წინ, გამგეობას ფართი უკან დაუბრუნა.

2015 წელს გორის მერიამ აღმოაჩინა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა შენობის ფართი კვლავ გაქირავებულად ითვლება. ხელშეკრულებები ისევ ძალაში რჩებოდა.

დაიწყო თანხების ათვლა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეტყობინებები დაეგზავნათ.

შეტყობინებები იმ ხალხსაც მიუვიდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის ქონებას იჯარით ფაქტიურად აღარ ფლობდნენ. მერიას, ბუნებრივია, თანხა არავინ გადაუხადა. ამის შემდეგ თვითმმართველობის იურისტებმა სასამართლოს მიმართეს.

,,რაკი ერთიანი სისტემა და თვითმმართველობის კოდექსი გამონაკლისს არ უშვებს, მივმართეთ სასამართლოს, რომელსაც შეუძლია კონკრეტული შემთხვევის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება" - აღნიშნავს მერიის იურისტი თემურ მანველიშვილი.

მზია ოქრუაშვილის შემთხვევაში სასამართლომ გადასახდელი თანხა გაანახევრა.

ხელშეკრულებაში, რომელიც გამგეობამ მზია ოქრუაშვილს 2013 წელს დაუდო, აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მხარეები მოქმედებენ კანონით დადგენილი წესით. კანონით კი, რომელიც სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემას ეხება, ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, ძველ მფლობელს ახლის მიყვანა ევალება.

,,შეიძლება ეს კონკრეტული კანონი ხელშეკრულებაში არაა მითითებული, მაგრამ კანონის უცოდინრობა მოქალაქეს არ ათავისუფლებს პასუხისმგბელობისგან. " - გვითხრა იურისტმა რეზო გოგიაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს 30-მდე უნივერსიტეტში სტუდენტებმა გაფიცვა
გამოაცხადეს.

საქართველოს 30-მდე უნივერსიტეტში სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

16:34 / 13.05.2024
პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც
პროტესტს უერთდებიან:
პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც პროტესტს უერთდებიან:
00:02 / 13.05.2024
შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი მოქალაქე
შეიკრიბა თბილისში, რიყეზე,
შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა თბილისში, რიყეზე,
22:02 / 11.05.2024
თავდაპირველად ისინი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან

თავდაპირველად ისინი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან

22:10 / 10.05.2024
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე
ლეხურამ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე ლეხურამ
12:35 / 10.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.